ჩაკვეტაძის გოლმა “უოტფორდი” სახლში “კარდიფ სიტისთან” მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

ჩემპიონშიფის ოცდამეოთხე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა, რომელიც აქამდე ბოლოსწინა, ოცდამესამე პოზიციაზე იმყოფებოდა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 23 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. დღევანდელ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore. 6.9, flashscore 6.9, whoscored 6.7. „უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 […]
ბენ ჰოჯესი – დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად

ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს – აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის სურვილია გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო, შეაჩეროს საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. „პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამერიკამ […]
ინაუგურაციის შემდეგ ყაველაშვილი და კობახიძე სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეში“ ელჩების კონფერენციას დაესწრნენ

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, კვირას, ის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები დაესწრნენ ელჩების კონფერენციას, რომელიც სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეში“ მიმდინარეობს. სასტუმრო ფონდ „ქართუს“ მონაწილეობით აშენდა. ელჩების კონფერენცია 28 დეკემბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. 29 დეკემბერს ელჩები სასტუმრო „ბოდბედან“ […]
პოლიტიკური არეულობით ბიზნესი ზარალობს – განიხილავს თუ არა მთავრობა კრიზისის დაძლევის გზებს

„სიტუაცია დღეს ეკონომიკაში ასე ფასდება: არის სექტორები, სადაც უკვე სახეზე არის კრიზისი, არის სექტორები, სადაც შეინიშნება რყევები“, – ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა. როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ეფექტი უკვე აისახა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორზეც. ორთოიძის თქმით, მოთხოვნა შემცირებულია. „ბიზნესი, როგორც წესი, პირველი ვამჩნევთ ეკონომიკურ პრობლემას იმიტომ, რომ ყოველდღიურად პულსზე […]
ნინო დოლიძე – ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილის პერსონას აქვს – ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩვენ ვდგავართ და ვიქნებით იქამდე, ვიდრე საჭიროა

დღეს თვალსაჩინო იყო, რეალურად სად დგას ქართველი ხალხი – სალომე ზურაბიშვილის გვერდით, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩაკეტილი, ახორციელებდა მათი პრეზიდენტის ინაუგურაციას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ნინო დოლიძის თქმით, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში კი დღევანდელ დღეს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ქართველი ხალხი ქუჩაში პროტესტით იდგება იქამდე, […]
ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში. „სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და […]
“საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას” – პრემიერი ელჩებს შეხვდა

“საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას” – პრემიერი ელჩებს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში. სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო […]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

ჯაბა კანკავა კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა. ჯაბა კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და ლურჯ-თეთრებთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად კანკავამ დინამოს ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. დინამო […]
რიჰარდს კოლსი – „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა – საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება

მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება“ დემოკრატიის შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება და ევროკავშირმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის უნდა აღიაროს. „საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი […]
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს. „დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ის. ამასთან, ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას. „მივესალმები სალომე ზურაბიშვილის […]