სიახლე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. “წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის […]
საქართველოს პრეზიდენტმა 28 კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 28 კანონს. სხვა ცვლილებებთან ერთად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, […]
დასახელდა 2025 წლის 3 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი

ეზოტერიკოსი გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს. მისი თქმით, გველის წელში ზოდიაქოს სამ ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებს. „განსაკუთრებით ფავორიტი ნიშანი არის კირჩხიბი, შემდეგ მორიელი და თევზები. კირჩხიბებო, 17-წლიანი გაურკვევლობა, ტკივილი, სრულდება და შეგიძლიათ სილაღით აივსოთ და იყოთ ბედნიერები. შემდეგი ნიშნები, რომლებსაც გაუმართლებს, ესენია: მერწყული, ლომი, კურო, მშვილდოსანი, ტყუპები. 2025 წელი, გველის წელია – მას […]
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

ხორვატიაში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პირველივე ტურში გამარჯვება. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მთავრობის ოპოზიციაში მყოფი სოციალ-დემოკრატების კანდიდატ ზორან მილანოვიჩს გასამარჯვებლად დააკლდა ხმების დაახლოებით 1%. ხორვატიის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში მილანოვიჩს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 49,1%-მა. პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტია საჭირო. 19,35%-ით მეორე ადგილზე გავიდა პროფესიით ექიმი, ხორვატიის მეცნიერების, განათლების და […]
გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას – ჯინ შაჰინი

გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება […]
საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს – ძირითადი მაჩვენებლები და ტენდენციები რიცხვებში

2024 წელს საქართველოს ეკონომიკაზე და ბიზნეს სექტორზე შიდა ფაქტორებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია, ამ მხრივ გარდამტეხი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მათ შორის ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნები და ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მონაცემს მიაღწია, ხოლო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა. გარდა […]
ქართული პრესის მიმოხილვა 30.12.2024

ირაკლი მელაშვილი – “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!” გამაფრთხილებელი გასროლა? – ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის “ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს” – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე * * * ირაკლი მელაშვილი – “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!” “ამერიკელებისთვის ძვირფასია საშობაო დღესასწაულები, რომელსაც ისინი, როგორც წესი, […]
ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი – “ორლანდოს” 17 ქულიანი ქამბექი და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ბრუკლინ ნეტსი” დაძაბულ ბრძოლაში 102:101 დაამარცხა. მასპინძლები 17 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა ჯამალ მოსლის გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა და ბოლო წამებზე კოულ ენტონის ტყორცნით თამაშის მოგება მოახერხა. “მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველი ცენტრი ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. გოგამ მოედანზე 33:54 წუთი გაატარა, რა დროშიც […]
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მომხმარებლები თავს იკავებენ სხვადასხვა ივენთების მოწყობისგან – “გელუქი”

ცხვარიჭამია-ბურიანის გზაზე მდებარე ტურისტული ობიექტი “გელუქი” დამფუძნებელი, გელა იზორიას განცხადებით, მართალია, ჯავშნები არ გაუქმებიათ, თუმცა უფრო მეტი აქტიურობის მოლოდინი ჰქონდათ. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
სერგეი ლავროვი – საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში

საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს […]