კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი გამოასახლეს, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კეკელიძის N1-ში, იქ სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, აქცია მიმდინარეობს. ოჯახის მხარდამჭერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადგილზე მივიდნენ. როგორც მარინა ხატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მისი გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდა. „გამომათრიეს, თავი დავარტყი. მე არ მახსოვს, როგორ გამომიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი გონს. მე და ჩემი შვილი აქ ვართ, შვილიშვილი კი ბებიასთან […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო. MATKA 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს […]

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ჩვენ რომ გაგვიყვანენ, მანდ რესპუბლიკური საავადმყოფო აღარასდროს იქნება“ – ნინო ოთარიშვილი

„ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების დროს, როგორ დაინგრა საავადმყოფოები და განადგურდა. მაგალითად, ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქიატრიული ინსტიტუტი, ონკოლოგიური საავადმყოფო… ყაზბეგზე მშენებლობაა, ასათიანზე, ფსიქიატრიული შენობის ტერიტორიაზე მესამე მაღალი შენობა შენდება. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იმ 7 ჰექტარზე, რომელზეც რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, ასევე მშენებლობა დაიგეგმება“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, […]

ASC-ის ერთ-ერთ ნომინაციაზე ფილმის „მოქალაქე წმინდანის” ოპერატორული ნამუშევრისთვის კრუმ როდრიგესია წარდგენილი

ASC – American Society of Cinematographers-ის ერთ-ერთ ნომინაციაზე – SPOTLIGHT AWARD, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „მოქალაქე წმინდანის” ოპერატორული ნამუშევრისთვის კრუმ როდრიგესია წარდგენილი. ღონისძიება 3 მარტს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კრუმ როდრიგესს საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმისთვის – „მოქალაქე წმინდანი“ პრიზი ლოს-ანჯელესში გამართულ აზიის მსოფლიოს კინოფესტივალზე მიენიჭა. „მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრის […]

“ოცნების” სასარგებლო იდიოტები – დაპირისპირება მეზვრიშვილ-ხაბეიშვილს შორის

შეხვედრა, სადაც ცესკო და პოლიტიკური პარტიები მომავალი არჩევნების საკითხებზე სმჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად პარტია “საქართელოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა დატოვა. ოპოზიციის წევრი ლევან ხაბეიშილის სიტყვით გამოსვლამ გააღიზიანა, რადგან მიიჩნევს, რომ ენმ-ს თავმდჯომარემ სწორი აქცენტები ვერ დასვა. მეზვრიშვილმა ენმ ცესკოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და მათ “ოცნების” სასარგებლო იდიოტები უწოდა. “ნაციონალური მოძრაობა” აწყობს ცირკს. ამ ცირკს აწყობს […]

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე სპეციალური ფასი მოქმედებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას რამდენიმე მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისში მომხმარებელი განსაკუთრებულ ფასს გადაიხდის. კომპანიის სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეცშეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, ისარგებლოს მისი ავტორიზებული სერვისცენტრითა და იქ მომუშავე სერტიფიცირებული ტექნიკოსების მომსახურებით და […]

2023 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს – Апсныпресс

2023 წელს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე 700-ზე მეტი ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დამრღვევი დააკავეს. ამის შესახებ АПСНЫПРЕСС-ი წერს. აღნიშნული დანაშაულის – „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ საფუძველზე 15 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე სხვადასხვა მიზნით ტვირთის უკანონო გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს: ამოღებულია 900-ზე მეტი […]

ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა | მედია

ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა. ამ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ორ ისრაელელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. ისრაელის წინადადება მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და მძევლების ცხედრების დაბრუნებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. დღეს, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების […]

Bloomberg – ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, მიიღონ მკაცრი პოზიცია უნგრეთის მიმართ, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ბლოკირებას გააგრძელებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის წყაროების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ უკრაინის დახმარების პაკეტი 1-ელ თებერვალს ბრიუსელში გამართულ სამიტზე, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა მას უნგრეთი. მათი […]

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ – ანტონ ობოლაშვილი, თალაკვაძე და ვიღაცებიც 2015 წელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ

ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ. აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” პიარ კონსულტანტი იყო, წელს კი “ლელოს” უწევს მომსახურებას. ხაბეიშვილის თქმით, თავის დროზე ანტონ ობოლაშვილი და თალაკვაძეც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ. “ჩვენი კონსულტანტები […]