„აზერბაიჯანის მოსახლეობის გაორმაგება რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ამცირებს“ – ლევან კობერიძე

„აზერბაიჯანის მოსახლეობის გაორმაგება რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ამცირებს“ – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს აღნიშნული პარამეტრის ცვლილებას, რადგან ეს ეკონომიკურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც მიბმულია მსყიდველუნარიანობასთან. შესაბამისად, როდესაც აზერბაიჯანის მოსახლეობამ უკვე 10 მლნ-ს გადააჭარბა, ეს მას ბევრი ინვესტორისთვის, საქართველოსთან შედარებით, […]

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 10:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგიია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში -მუხათწყარო, ნაფეტვრები, აგარაკი, თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 11:05 – საათამდე და 12:55-დან 13:00- საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ […]

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები EU-ს რუსეთის თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას სთავაზობენ

RMF24 ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები სთავაზობენ ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდეს თხევადი აირისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვა, ასევე, ზომები, რათა გართულდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა. გამოცემა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ შეთავაზება ეხება რუსეთის ფედერაციისთვის სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევის დაფინანსების აკრძალვას, სანქციების გამკაცრებას საავიაციო სექტორში და დრონების წარმოებაში გამოყენებული აკრძალული კომპონენტების […]

120 000 ლარის ღირებულების უკანონო ოქრო – სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. საუბარია კილოგრამზე მეტი ოდენობის ოქროს სამკაულებზე, რომელთა საბაჟო ღირებულებაც 120 000 ლარს აღემატება. დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 3 კვირაში, ე.წ. შავ სიაში 16 კომპანია შეიყვანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 კვირაში, მხოლოდ 2024 წელს, ე.წ. შავ სიაში 16 კომპანია შეიყვანა. ყველა კომპანიის შემთხვევაში შავ სიაში დარეგისტრირების მიზეზად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება სახელდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კომპანია, კონკრეტულად, შპს „ ლემასი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი უნდა მიეწოდებინა, „შავ […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში მაგისტრალურ ქსელზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს

დღეს, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე „ჯივიპი“ ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, 24 იანვრის დილის 11:00 […]

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აფეთქდა. მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის 3 მეხანძრეა. 10 დაშავებული, მათ შორის რამდენიმე […]

თანამშრომლების არალეგალური თვალთვალის გამო, Amazon-ი დაჯარიმდა – BBC

საფრანგეთმა Amazon-ი 32 მილიონი ევროთი დააჯარიმა – მიზეზი თანამშრომლებისთვის “გადაჭარბებული” თვალყურის დევნებაა, ისეთი გზებით, რომლებიც მარეგულირებელმა უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციისა და თავისუფლების ეროვნული კომისიის (CNIL) თანახმად, Amazon France Logistique-ი, რომელიც საფრანგეთში ონლაინ რიტეილერის საწყობებს მართავს, თანამშრომლებზე ინფორმაციას მათ მიერ გამოყენებული მექანიკური სკანერებით აგროვებდა. მარეგულირებლის ცნობით, Amazon-ი მათ აქტივობას იმდენად ზედმიწევნით აკვირდებოდა, რომ საწყობში მომუშავე პირებს შესვენების […]

აშშ-მ ჰუსიტების ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაშვების წინ გაანადგურა

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, 24 იანვრის გამთენიისას იემენის ტერიტორიაზე გაანადგურეს ჰუსიტების ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებსაც გასაშვებად ამზადებდნენ. აშშ-ს ძალებმა აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ჰუსიტების რაკეტები დამიზნებული იყო წითელი ზღვის სამხრეთ სექტორის მიმართულებით და მყისიერ საფრთხეს უქმნიდა სავაჭრო ხომალდებსა და აშშ-ს საზღვაო ძალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მიზნით, გამზადებულ რაკეტებზე იერიში მიიტანეს. “ეს ქმედება დაიცავს ნავიგაციის […]

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში იმარჯვებს, დათვლილია ხმების 81%

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში გაიმარჯვა, რამაც გაამყარა მისი პოზიციები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობისთვის. ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპის კონკურენტი აშშ-ს ყოფილი ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი იყო. ამჟამად ხმების 81%-ია დათვლილი, აქედან 54,8% ტრამპის მხარდამჭერია, ხოლო ნიკი ჰეილიმ 43,6% მიიღო. ტრამპმა ნიკი ჰეილის თვითმარქვია უწოდა და თქვა, […]