ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. პარტიის ცნობით, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და საპარლამენტო ფრაქციებთან იმართება, მათ შორის, შვედეთის, ლიეტუვის და ნორვეგიის დელეგაციებთან. „შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის (EPP), ევროპელი კონსერვატორების […]

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „გიორგი ამილახვარმა […]

დავით მათიკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ, მამუკა ხაზარაძემ კი საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა

საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც პირის უფლებებს, ასევე საკუთრების უფლებას! – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენა იყო საკმარისი და ხალხს სახლიდან პანჩურით ყრიდნენ, – ამის შესახებ გამოსახლებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილმა, ასევე, „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, „საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა“. „ეს […]

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში არჩილ ძულიაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში არჩილ ძულიაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და […]

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა – მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აღიარებს, რომ მე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე

დიდი მადლობა საზოგადოებრივი მიმართვის ყველა ინიციატორსა და დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს – კიდევ ერთხელ, ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მან რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. „მინდა შევახსენო ყველას, […]

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს და მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო მონაწილეობას ვერ ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. უკრაინული მაუწყებლის, Suspilne-ს ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაში უკრაინის თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

თინა ბოკუჩავა – აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება – მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა

აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება – მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირთა გამოვლება, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დანაშაული ჩაიდინა, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო. […]

“ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა” – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. “ქალაქ თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. […]

32 წლის ნინოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

32 წლის ნინოს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ნინოს დიაგნოზია სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე – მეორე სტადია. ახლობლების ინფორმაციით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია. “ერთი წლის წინ დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, ჩაიტარა სხივური და ქიმიო თერაპია, რის შედეგადაც, დაავადება ამ დროისთვის ექვემდებარება დროებით კონტროლს. დაავადების სრულად დასამარცხებლად, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. იმისთვის, რომ ნინომ სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება, აუცილებელია, ე.წ. რობოტი […]

ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა – მამუკა ხაზარაძე

კატასტროფა – ასე აფასებს პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება. “ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა”, – აცხადებს ხაზარაძე. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხდებოდა მის დროს, ხაზარაძემ თქვა: “ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება”.