აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა 1-ელ, უკრაინა მეორე, საქართველო კი მე-3 ადგილზეა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის (EaP) მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე ადგილზეა, საქართველო კი მესამეზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს. მონიტორინგის თანახმად, უკრაინამ, ომის მიუხედავად, შეძლო თვალსაჩინო წინსვლისთვის მიეღწია რეფორმებში EU-თან დასაახლოებლად. უკრაინისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 14 ნოემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაინც მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს კარგი […]
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს | არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ჰირნიკის კერძო საცხოვრებელ სექტორს დაარტყეს, შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 8. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. შემთხვევის ადგილას მაშველებმა დაჭრილი ბავშვი იპოვეს, მას პირველადი დახმარება დაეწია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შენობის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარიც იპოვეს. “სამუშაო დასრულებულია. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, დაიღუპა კიდევ 2”, […]
აკაკი ბობოხიძე – თაკო ჩარკვიანს სრულიად საკმარისი მხარდაჭერა აქვს ლევან ხაბეიშვილთან და გუბაზ სანიკიძესთან, რომ კარვები დაყარონ – 500 000 მხარდამჭერი ჰყავთ და ვის უყურებენ, ვის ელოდებიან?

თაკო ჩარკვიანს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამოუკიდებელი პროცესი შექმნას, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძის, “მუსტანგზე” ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას იმედად ვინც არის […]
მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველთან პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ქერი მაკინტოშთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე […]
ექვსმა პირმა გვითხრა დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებებზე – ომბუდსმენი კეკელიძეზე დაკავებულებზე

საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებან დაკავშირებით. ისინი 23 იანვარს დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე. ომბუდსმენის 24 იანვარს გავრცელებული განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. აქციის მონაწილეები კეკელიძის ქუჩაზე ერთი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. “ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს […]
“შახტარმა” სუდაკოვი “ნაპოლის” 40 მილიონად არ მიყიდა

“ნაპოლიმ” “შახტარის 21 წლის ნახევარმცველის გიორგი სუდაკოვის შეძენა ვერ შეძლო, – იტყობინება ჟურნალისტი ანტონიო პეტრაცუოლო. “ნაპოლიმ” “შახტარს” სუდაკოვში 40 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ დონეცკურმა კლუბმა უფრო დიდი თანხა მოითხოვა. თუმცა, მხარეები მოლაპარაკებებს ზაფხულში განაახლებენ. ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და მთავარი “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.
რუსეთმა Ил-76-ის ინციდენტზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო. რუსეთში სამხედრო-საჰაერო თვითმფრინავის, Ил-76-ის ინციდენტის გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენ დაახლოებით საათნახევრის წინ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ჩანიშვნა მოვითხოვეთ. იმედი გვაქვს, საფრანგეთის […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, […]
ნატომ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ნატომ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. “მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია. იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის […]
უკრაინის დაზვერვა: რუსეთს არ შეუტყობინებია ტყვეების თვითმფრინავით ტრანსპორტირების შესახებ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსეთის მხარეს აკისრებს ტყვეთა ტანსპორტირების პასუხისმგებლობას. დაზვერვის თანახმად, ამ მომენტისთვის არ მოიპოვება სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში და რა რაოდენობით. სამმართველოს განცხადების მიხედვით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოება რუსეთის მხარეს უნდა უზრუნველეყო. ცნობაში ნათქვამია, […]