აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა გაწყვიტა

აზერბაიჯანის დელეგაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) თანამშრომლობას წყვეტს. დელეგაციამ გადაწყვეტილება ასამბლეის სხდომის დაწყებამდე გამოაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. “აზერბაიჯანის დელეგაციამ გადაწყვიტა, ასამბლეასთან თანამშრომლობა და მასში მუშაობა შეწყვიტოს მომდევნო ცნობამდე”. – თქვა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სამად სეიდოვმა, პრესასთან საუბრისას. Европейская правда-ს კითხვის საპასუხოდ, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის […]
მეზღვაურთა როლი ეკონომიკაში – რამდენია მეზღვაურთა საშუალო ანაზღაურება?

საქართველოში 15 000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია, რომელთა 90% უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზეა დასაქმებული. საზღვაო საწვრთნელი ცენტრ „მერიდიანის“ დირექტორის განცხადებით, ბოლო წლების ტენდენციაა, რომ იზრდება ევროპის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებელი, რასაც ირაკლი შარაბიძის ინფორმაციით, ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის ომმაც. მისი თქმით, გემთმფლობელები უარს ამბობენ რუსეთის მოქალაქეების დასაქმებაზე, ქართველ მეზღვაურებს კი მაღალი რეპუტაციის […]
თბილისის ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია GWP ავრცელებს: ნაძალადევის რაიონი, 24/01 11:00-დან 25/01 08:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: გურამიშვილის გამზირის N1- N 27(კენტები), N 2- N 30 (ლუწები), ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323(კენტები), N 18- N 160(ლუწები), ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, […]
მონღოლეთში აფეთქდა სატვირთო, რომელსაც თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა | დაიწვა მანქანები და სახლები, არის მსხვერპლი

მონღოლეთის დედაქალაქში აფეთქდა მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მეხანძრე. დაშავდა, სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. როგორც BBC წერს, შემთხვევის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მანქანა დაიწვა, ცეცხლი გარშემო არსებულ სახლებსაც მოედო, რის გამოც საჭირო ევაკუაცია გახდა. მონღოლეთის ვიცე-პრემიერის, საინბუიან ამარსაიხანის თქმით, არც ერთ […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 25 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 25 იანვარს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.6692; · 1 ევრო – 2.9089; · 1 ფუნტი – 3.4046; · 1 ლირა კი 0.0882 ლარი ეღირება.
Tripadvisor-მა მსოფლიოში ყველაზე „წყნარი პლაჟები“ გამოავლინა

Tripadvisor-ის ანალიტიკოსებმა ამერიკის მილიონობით საჯაროდ ხელმისაწვდომი მოგზაურის მიმოხილვა გააანალიზეს და მსოფლიოს 500 საუკეთესო პლაჟიდან 100 საუკეთესო შეარჩიეს. ამის შესახებ hawaiianislands.com-ის სტატიაშია ნათქვამი. Baby Beach-ს მაუიზე (ჰავაი) ყველაზე მშვიდი წყალი აქვს მსოფლიოს სხვა პლაჟებთან შედარებით. მომხმარებლების მიმოხილვების 27,82% მის მშვიდ პლაჟად იხსენიებს. ამასთან, ამერიკული პლაჟებიდან ყველაზე მშვიდი წყალი ჰავაიზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ რეიტინგში ბრაზილიის პლაჟები […]
„პროფესიული განათლების მიმართ სტუდენტებისა და მოსწავლეების დაინტერესება 100%-თაა გაზრდილი“ – მაგდა მაღრაძე

„პროფესიული განათლების მიმართ სტუდენტებისა და მოსწავლეების დაინტერესება 100%-თაა გაზრდილი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსსა და ზოგადად, პროფესიულ განათლებაზე ისაუბრა. გადაცემის სტუმრები იყვნენ ასევე – პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსის მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და წლევანდელი კონკურსის ნომინაციაში პროფესიული განათლების […]
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება – ოლივერ ვარჰეი

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. მინისტრ ოთარ შამუგიასთან განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში ევროკავშირთან […]
დანია უკრაინის შეიარაღებული ძალების კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 13 მლნ დოლარს გამოყოფს

დანია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად, 91 მილიონ კრონას (13,26 მილიონ დოლარს) გამოყოფს. ამის შესახებ სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. “შეწირულობა ესტონეთ-ლუქსემბურგის ხელმძღვანელობით, IT კოალიციის ეგიდით უკრაინისთვის ხორციელდება, რომელსაც დანია სხვა ქვეყნებთან ერთად შეუერთდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დანიამ და IT კოალიციის სხვა წევრებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას უკრაინის თავდაცვის შესახებ […]
თბილისის მერიამ გორს 10 შესაკეთებელი ავტობუსი გადასცა

თბილისის მერიამ გორის მერიას 10 შესაკეთებელი ავტობუსი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. გორის მერიაში ამბობენ, რომ ამჟამად ავტობუსების შეკეთებას ცდილობენ და იმ შემთხვევაში, თუ მათი აღდგენა მოხერხდება, მარშრუტებიც ამის შემდეგ გადაწყდება. ცნობილია, რომ გორს ამ ეტაპზე სულ 32 ავტობუსი ჰყავს.