ხასაიას და ჩიქობავას ბრალი წაუყენეს — მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოძრაობა „ხმის“ წევრებს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას, რომლებიც 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. უწყებამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრის ჩამტვრევას ედავება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3-დან […]

“ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით“ – გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. დაკარგული ქიშო დოლაბერიძის მეუღლის ინფორმაციით, ის ფეხით გადაადგილდება და ბოლოს ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდება. „დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00 -დან-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ… კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით… გადაადგილდება ფეხით… პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა […]

მთავარი არხის ცნობით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

მთავარი არხის ცნობით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. არხის ინფორმაციით, კიბერშეტევა დილის 5 საათზე დაიწყო. “წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი. არხის ტექნიკური სამსახური ამ წუთებში ცდილობს ჰაკერული თავდასხმის შეჩერებას, ამის შემდეგ კი მონაცემების აღდგენის პროცესი დაიწყება”, – ნათქვამია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შეთანხმება შედგა“ – კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას გარკვეული პირობებით დააბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელი, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული. “ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება”, – […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას მართავს. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს. როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. „ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. ჩვენთან მიდიოდა შეხვედრები, სადაც გვპირდებოდნენ, რომ არაფერს არ გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოთათბირების გარეშე, საექსპერტო დასკვნების გარეშე. ჩვენი ვარიანტების წარმოდგენის […]

“დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე” – ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის, ქიშო დოლაბერიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დაკარგულის მეუღლე, მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში წერს, მას 23 იანვრის შუადღის 3 საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ინფორმაციის შემთხვევაში, პოსტში მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ. “მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ დამეხმარეთ! დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის […]

მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე – ირაკლი კობახიძე

მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ თავდასხმები როდესაც განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს მგონი ჩვენი ჩარევაც აუცილებელია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ კითხვას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში […]

ოთხი სადაზღვევო კომპანია ორ ქვეყანაში – არმაზ თავაძე ბიზნეს პორტფელს ცვლის

გასულ კვირას, ქართულმა სადაზღვევო ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, “არდიმ” საპარტნიორო სტრუქტურის განახლება დააანონსა. ამ თემასთან დაკავშირებით, Enterpreneur “არდის” დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არმაზ თავაძეს ესაუბრა. ბატონო არმაზ, ვინაიდან “არდი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, საზოგადოებისა და დაზღვეულებისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც საინტერესოა, რა ტიპის ცვლილებები მიმდინარეობს კომპანიაში? ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური […]

კობახიძის თქმით, “რელიგიური ნივთების შეურაცხყოფის” შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა “რელიგიური ნივთების შეურაცხყოფის” შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. ეს განცხადება მან ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა. “როდესაც [ეკლესიაზე] თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს იძენს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს ჩვენი ჩარევაც არის ხოლმე აუცილებელი. ამ შემთხვევაში, იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. […] საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის […]

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ადენის ყურეში ამერიკულ ხომალდებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს

იემენელი „ჰუსიტი“ მეამბოხეები აცხადებენ, რომ ადენის ყურესა და ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ხომალდებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. დაჯგუფების პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებით, ისინი დაუპირისპირდნენ ამერიკულ სამხედრო გემებს, რომლებიც ორი ამერიკული სავაჭრო გემის დაცვას ცდილობდნენ. შედეგად, ერთ-ერთმა გემმა პირდაპირი დარტყმა განიცადა, ამერიკული სავაჭრო გემები კი იძულებული გახდნენ, ტერიტორიიდან გაბრუნებულიყვნენ. „ჩვენმა რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ სამიზნეებს დაარტყა, […]