რატომ აკეთებინებენ კასპში გზას კომპანიას, რომელსაც წერეთელზე კონტრაქტი შეუწყვიტეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 899 999-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ერ ტე დესთან“, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. „ერ ტე დემ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერში გამარჯვებულად ის 22 დეკემბერს გამოვლინდა და ხელშეკრულების გაფორმებაზე […]

პარლამენტის სპიკერი: უნგრეთის პარლამენტი ალბათ არ მიემხრობა ნატოში შვედეთის შესვლას

უნგრეთის ოპოზიცია ალბათ მოითხოვს პარლამენტის საგანგებო სესიის ჩატარებას, რათა დაამტკიცოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის შესვლა, განაცხადა უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლასლო კოვერმა. index.hu-ს ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს მცდელობა, სავარაუდოდ, წარმატებით არ დასრულდება. სპიკერმა დასძინა, რომ „ვერ გრძნობს განსაკუთრებული დაჩქარების აუცილებლობას, არავითარი საგანგებო ვითარება არ არსებობს“ ნატოში შვედეთის გაწევრიანების განცხადების გარშემო, იტყობინება Reuters-ი. უნგრეთი ნატოს წევრებს […]

აშშ-ის სენატში რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

აშშ-ის სენატში, რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. ეს კანონი ისტორიაში პირველად მისცემს აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას, მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც ვაშინგტონი ომში არ არის ჩართული. კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე აღნიშნულ კანონს 20-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი […]

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი – საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი დინებით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში

საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის მაჩვენებლებში, ფაქტობრივად, საქართველოს შესრულება ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი დინებით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსშია აღნიშნული. „ამ ინდექსით, მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა თითქმის ყველა თემატურ სფეროში (კერძოდ, […]

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა […]

თბილისის მერია – ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი – უნგრეთი ნატო-ში შვედეთის მისაღებად გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კევერი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი ნატო-ში შვედეთის მისაღებად გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. კევერის თქმით, შვედეთისთვის ალიანსში გაწევრიანებაზე კენჭისყრის გამართვა უნგრეთისთვის გადაუდებელი საჭიროების საკითხს არ წარმოადგენს და ქვეყნის პარლამენტი მას უახლოეს მომავალში განიხილავს. 24 იანვარს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის […]

POLITICO – საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს – ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, – ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთ […]

მარგარეტ ეტვუდი: კრეატიულობის იდუმალი სამყარო და საინტერესო ფაქტები

მარგარეტ ეტვუდმა, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა და თანამედროვე ლიტერატურის გავლენიანმა ავტორმა წარუშლელი კვალი დატოვა მკითხველებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი შემოქმედება ღრმა სახეების ჰარმონიულ კომბინაციას, აქტუალურ სოციალურ თემებსა და კალმის ოსტატობას განასახიერებს. მისი ფემინისტური მანიფესტებიდან დაწყებული – ამაღელვებელი ნოველებით დამთავრებული, მარგარეტ ეტვუდი არა მხოლოდ კანადური ლიტერატურის საგანძურია, არამედ ფიგურა, რომლის იდეები და თემები ადამიანის არსებობის ღრმა […]

უკრაინის და სლოვაკეთის პრემიერები „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ თავის სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან მიაღწია შეთანხმებას „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის შესახებ. შმიჰალის თანახმად, ორი მეზობელი ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობა, რომელიც გაუარესდა მას მერე, რაც პოპულისტი სლოვაკი ლიდერი შარშან არჩევნებზე გამარჯვებული გამოვიდა და გამოაცხადა, რომ კიევს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. შმიჰალის თანახმად, ის თავის კოლეგას შეხვდა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში, რათა ორმხრივ ურთიერთობაში […]