მთის კურორტები და საბაგიროები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია, შეგვიძლია მოვთხოვოთ გაიაფება – ცოტნე ჯაფარიძე
„რადგან მთის კურორტები და საბაგიროები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია, შეგვიძლია სახელმწიფოზე მოვახდინოთ ზეწოლა და ვაიძულოთ რომ ფასები არ იყოს ასეთი მაღალი. პირველ რიგში, ამაზე უნდა იყოს ატეხილი აჟიოტაჟი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ გუდაურში საკვებსა და მომსახურებაზე გაზრდილ ფასებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, „ხაჭაპური 45 ლარად ძვირია, მაგრამ […]
ბაზისბანკის მხარდაჭერით, არსი გრუპი ბათუმში Sea Hills საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, კურორტ მახინჯაურში, დეველოპერული კომპანია არსი გრუპი 12 სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Sea Hills მოიცავს 2033 კვ.მ. ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მშვიდ გარემოში მდებარე 224 […]
კონსერვატორიაში ახალშეძენილი „სტეინვეის“ როიალები დააზიანეს – კულტურის სამინისტრო განმარტებებს ითხოვს
კონსერვატორიაში დააზიანეს ახალშეძენილი „სტეინვეის“ როიალები, მოვუწოდებთ კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, სამინისტროში სათანადო განმარტებები წარმოადგინონ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტრო წერს, რომ კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლიდან, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესი და აქტიური თანამშრომლობა STEINWAY & […]
იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს – თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში“ ისაუბრა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. „გვქონდა გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა. აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი – 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. […]
როდესაც ნებისმიერი ტიპის გარიგებას ვაფორმებთ, სასურველი და აუცილებელია, ის იურისტს ვაჩვენოთ – ოთარ კაჭკაჭაშვილი
„როცა ნებისმიერი ტიპის გარიგებას ვაფორმებთ, სასურველი და აუცილებელია, ის იურისტს ვაჩვენოთ, რაზე ვაწერთ ხელს, რა შედეგები მოჰყვება ამას, რას გამოიწვევს, რა ღირებულების აქტივს გავცემთ, რის სანაცვლოდ და ა.შ.“ – ამის შესახებ იურისტმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს არის ასეთი მოცემულობა, ვისაც ფული ესაჭიროება, ბანკებში არსებული რეგულაციების გამო ვერ აკმაყოფილებენ ბანკისთვის […]
ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტები რეკორდულ ₾9.4 მილიარდზეა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 9.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტი იყო. ბოლო ორ წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა თითქმის გაორმაგდა (2021 წლის დეკემბერში 5.3 მილიარდი ლარი იყო). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების […]
არამიზნობრივი სესხის აღება რისკია, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა შეგექმნას – ვახტანგ ჭარაია
არამიზნობრივი სესხის აღება კი უკვე რისკია, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა შეგექმნას და გასაჭირში ჩავარდე, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უამრავი მაგალითია, როდესაც ადამიანები ბიზნეს სესხს იღებენ და ამ თანხით დასასვენებლად მიდიან ან ბინის რემონტს აკეთებენ, არამიზნობრივი სესხის აღება კი დიდი რისკია. „ამიტომ ფინანსური განათლება აუცილებლად […]
ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ლიბერთის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფინალისტთა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, RDYE პროექტის მეორე ციკლის 22 ფინალისტმა, საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი […]
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, კიევსა და მოსკოვს ეწვევა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი უახლოეს მომავალში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, კიევსა და მოსკოვს ეწვევა, – ამის შესახებ გროსიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტი სააგენტოს ექსპერტების შემდგომ როტაციას უკავშირდება, კიევსა და მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების დროს კი ის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. „ვაპირებთ საკადრო მორიგ, მე-16 […]
ლევან ბეჟაშვილი – შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიისგან საერთაშორისო პარტნიორებზე მუდმივი თავდასხმებით – მოვუწოდებ ევროპის საბჭოს, გადაჭრას ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები
მოვუწოდებ ევროპის საბჭოს, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას და გადაჭრას ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, მედიასაშუალებებზე ფინანსურმა ზეწოლამ გამოიწვია მედიის კონცენტრაცია, რაც ზღუდავს აზრებისა და იდეების მრავალფეროვნებას. „თავისუფალი მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს დისკუსია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, […]