გიორგი ვაშაძე – 20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა 50%-ზე მეტია, ღარიბაშვილს ვეკითხები – დავოსში რომ იყავი, რომელ ამ კომპანიას შეხვდი, საქართველოში რომ შემოსულიყო?

20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ ვითარება შეაფასა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კორუმპირებული ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიები გამოჩნდნენ. ახალგაზრდებთან შეხვედრისას და მათთან საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ […]

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „შესვლა- არშესვლასთან” დაკავშირებით საკითხს ხსნის და ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობის მიღებისთვის მზად არის. „ჩვენ ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და ჩვენ არ გვინდა „ქართულ ოცნებას” დისკუსია გავუმართოთ, უნდა შევიდეთ, […]

Reuters: ჩინეთი ირანს მოუწოდებს, წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმები შეაჩეროს

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის წარმომადგენლებმა ირანელ კოლეგებს მოუწოდეს, რომ შეაჩერონ წითელ ზღვაზე ჰუსიტების თავდასხმები. Reuters-ი აღნიშნულ ინფორმაციას ოთხ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ჰუსიტების თავდასხმებზე საუბარი ასევე მოიცავდა ირანსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის თემას, რომელიც, ჩინეთის მხარის მტკიცებით, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. ირანული დიპლომატიური წყაროების მიხედვით, საუბარი ჩინეთისა და ირანის […]

TIBR ინდექსზე სესხების მიბმას მომხმარებელზე გავლენა არ ექნება და სესხს არ გაუძვირებს – გიორგი ლალიაშვილი

საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმის საკითხი არ არის სიახლე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს ბანკებმა TIBR-ის ინდექსზე მიბმული საკმაოდ […]

კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში, საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში, საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 29-ე ადგილზე დაწინაურდა. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა, კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ, შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო 32-ე ადგილიდან საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა და 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის […]

ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას ჰააგის სასამართლო დღეს მიიღებს

ჰააგის სასამართლო, ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. გადაწყვეტილებას 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გამოიტანს. სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ, საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს. სამხრეთ აფრიკის მიერ მოთხოვნილ ზომებს შორის არის ისრაელის მიერ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა. სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, საქმის ძირითად ბრალდებას – მოხდა თუ არა გენოციდი ღაზაში, არ ეხება. პარალელურად, ისრაელის მხარე […]

ზანდუკელის N2-ში ოჯახის გამოსახლება გადაიდო

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო. რადიო თავისუფლებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით. თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან დღეს, 26 იანვარს, დილით, აღსრულების პოლიციას უნდა გამოესახლებინა მრავალსულიანი ოჯახი. “ოჯახში არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული […]

აშშ-ში გასაჯაროებული დოკუმენტით, ელცინი ნატოში რუსეთის შესვლას ემხრობოდა

ბორის ელცინს, რომელიც 1991-1999 წლებში რუსეთის პრეზიდენტი იყო, ნატოში რუსეთის გაწევრიანების მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა. ეს ირკვევა აშშ-ის მთავრობის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელიც 25 იანვარს გამოაქვეყნა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა National Security Archive. მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ეხება ვახშამს, რომელიც 1994 წლის იანვარში, რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ვიზიტისას […]

ანა წითლიძე – მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი – საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას წითლიძემ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის გამოწვევაზე რომლის წინაშეც დგანან ევროპის ზოგიერთი ქვეყნები, მათ […]

მოსაზრება, რომ მიმდინარე ვირუსი „კოვიდზე“ რთულია, უბრალოდ მოქალაქეების აღქმაა – თენგიზ ცერცვაძე

რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება ფიქსირდება, მაგრამ განგაშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არის – მოსაზრება, რომ მიმდინარე ვირუსი „კოვიდზე“ რთულია, უბრალოდ მოქალაქეების აღქმაა, ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ნამდვილად ფიქსირდება რესპირაციული ინფექციების შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დავაფიქსირო მყარი პოზიცია, რომ არანაირი საფუძველი […]