ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ახალქალაქში,ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სერვისის ამოქმედების შემდეგ, კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი […]
ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. მოეწყობა ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გამწვანება და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. დამონტაჟდება გარე განათება, საგზაო ნიშნები და განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნულ სამუშაოები გაზაფხულის ბოლოს დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “პალადა” ახორციელებს. ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების […]
ხანძარი ნუცუბიძის პლატოზე – მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ერთი ადამიანის გამოყვანა უვნებლად შეძლეს
ხანძარი თბილისში – ნუცუბიძის მეორე პლატოზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა საცხოვრებლიდან 1 ადამიანი გამოიყვანეს, რომელსაც მსუბუქი დამწვრობა და ინტოქსიკაცია აღენიშნება. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
27-28 იანვარს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ხანძარი ნუცუბიძის პლატოზე – საცხოვრებელი ბინიდან მსუბუქი დაზიანებებით გამოიყვანეს ერთი პირი
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამსახურმა ბინიდან მსუბუქი დაზიანებებით ერთი ადამიანი გამოიყვანა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ორბელიანზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ორბელიანის მოედანზე 21 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული პირი, ს.პ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა”. – […]
მანჯგალაძე: გამარჯვების კოალიცია ხალხთან ერთად არჩევნებში პირველ ადგილზე გავა
გაერთიანება თვითმიზანი არაა, შანსები ძალიან დიდია. ყველა გამოკითხვით, ქართულ ოცნებას ხმას მხოლოდ ყოველი მესამე ადამიანი აძლევს, დანარჩენი ორი კი ოპოზიციას. ანუ, შეიძლება, ქართულ ოცნებას მაქსიმუმ 1/3 ჰქონდეს, ოპოზიციას კი 2/3. ახლა მთავარია, ეს ხმები არ დაიკარგოს და ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ. გამარჯვების კოალიცია ხალხთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი და თავისი ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია, […]
მექსიკის სოფელში გატაცებების ფონზე, მოხალისეთა პოლიციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ
მექსიკის მთიან სოფელში, აიაჰუალტემპაში, ბანდიტების მიერ გატაცებების ფონზე, მოხალისეებისგან შემდგარ ადგილობრივ პოლიციას სკოლის მოსწავლეებიც, მათ შორის 12 წლის მოზარდებიც, შეუერთდნენ. „ჩვენ ვერ ვსწავლობთ უკანონობის გამო”. – თქვა ერთ-ერთმა მოზარდმა, რომელიც მოხალისეთა პოლიციაში მიიღეს. აიაჰუალტემპა ერთ-ერთი დასახლებაა გერეროს შტატში, სადაც ხელისუფლებას ნარკოკარტელებთან გამკლავება უჭირს. ბოლოდროინდელი გატაცების შედეგად დაკარგული ადამიანების ძიების გამო მოხალისეთა პოლიციაც გადატვირთულია და სკოლის […]
სტუდენტების 3 მოთხოვნა და შეკრება თსუ-ს შენობასთან
არასამთავრობო ორგანიზაცია “ხმა” ავრცელებს 3 მოთხოვნას: სტუდენტები ამ წუთებში ითხოვენ უნივერსიტეტის გაფიცვას, უკანონოდ დაპატიმრებული ლექტორის აკაკი ჩიქობავას გათავისუფლებამდე! ვიკრიბებით თსუ-სთან, შემოგვიერთდით!!!
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – 2023 წელს, აქციებში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით გამოიკვეთა პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია – გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები
2023 წელს გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა – აქციებში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით გამოიკვეთა პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია, რიგ შემთხვევებში, პოლიციელთა რაოდენობა აქციის მონაწილეთა რაოდენობას მკვეთრად აღემატებოდა, ზოგჯერ კი პირიქით – მცირე რაოდენობის გამო პოლიცია ვერ ახერხებდა საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას,- ამის შესახებ აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში […]