„კომერციული ფრენები ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება“ – პარაგლაიდინგის ფედერაცია

პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციით, კომერციული ფრენები ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება. ფედერაციაში განმარტავენ, რომ დღეს 91 ლიცენზირებული მფრინავი ჰყავთ, აქედან დაახლოებით 10 უცხოელია, 15 – სოლო მფრინავი, დანარჩენი კი კომერციული მფრინავი. „ამ ეტაპზე, კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში. აქედან კომერციული ფრენები ჯერ ხორციელდება […]

“გრუზინული“ მო­რალისა და სამდღიანი მეხსიერების მქონე მოქალაქე” – ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: სოციალისტების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა: „ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ევროპაში ყველგან, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე.“ უკვე წელს, აგვისტოში, საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელსაც აღმო­სავლეთ ბალკანეთის ლიდერები ესწრებოდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, გააჟღერა ინიციატივა, რომ ევროკავშირმა უნდა გადადგას „თამამი ნაბიჯი“ და 2030 წლისთვის […]

თიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი – „რივერ პარკი“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება. მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2 ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა. პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს. […]

თოვლი, ნისლი, ლიპყინული – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე – ჰერჩინსკი

“საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ […]

ჰანოვერში ქართული ცეკვის უფასო წრე გაიხსნა

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ძველით ახალ წელს, საზეიმო ვითარებაში, ქართული ცეკვის უფასო წრე გაიხსნა. პროექტმა გაიარა კონკურსი და დაფინანსება ჰანოვერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო. პროექტის წარმდგენი და განმახორციელებელია დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლი. პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი – ნინო ციბაძე. უფასო გაკვეთილები ჩატარდება ყოველ კვირა დღეს, გარდა სკოლის არდადეგებისა. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი იქნება. ქორეოგრაფი: ლევან თეთვაძე. პროექტი 1 […]

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის არსებობა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიური ანგარიშის – „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ თანახმად, „წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის არსებობა“. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებთან კომუნიკაციისას, პატიმრები ციხეში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ხშირად მიუთითებენ. ამასთან, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე, მათ შორისა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და […]

მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი, ნისლი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

გრიგოლ გეგელია EaP-ის ინდექსზე – ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მსახურებაშია და როცა რუსეთის მსახურებაში მყოფი ხელისუფლება გყავს, რა თქმა უნდა, შენი საერთო და საგარეო უსაფრთხოების პრიორიტეტები დავარდება და დავარდა

ამ ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რეალურად, ასახვა პოვა უკუსვლაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების კუთხითაც, ეს ანგარიში ძალიან კარგად ასახავს ამას, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით გრიგოლ გეგელია „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსს“ გამოეხმაურა, რომელშიც საერთო […]

პაველ ჰერჩინსკი – დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა. ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რას […]