“ლეო, წარმოდგენაც არ გაქვს, ახლა რა გააკეთე” – მესის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

ერთ-ერთ ქომაგი საცობში ლიონელ მესისთან ერთად აღმოჩნდა და მას ავტოგრაფისთვის არგენტინის ნაკრების მაისური ესროლა. “ლა პულგამ” გულშემატკივარს გული არ დასწყვიტა. “შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. მიყვარხარ, ახლახან ჩემს შვილს ოცნება აუსრულე. არ მჯერა, წარმოდგენაც არ გაქვს, რა გააკეთე, მადლობა”, – მიმართა გახარებულმა ქომაგმა მესის.

ჯეიმს ო’ბრაიენი – უკრაინა სამხედრო საჭიროებების ორ მესამედს დამოუკიდებლად იხდის

რუსეთი გააგრძელებს სისხლიან ომს უკრაინის წინააღმდეგ მანამ, სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ იხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს თვეებში დაძაბულობა გაიზრდება, რადგან ზამთარში ომი ყოველთვის „მკაცრი და რთულია“. „უკრაინელები აგრძელებენ დემოკრატიის, სამართლიანობისა და ევროპული მომავლის არჩევას, ისევე როგორც ორჯერ გააკეთეს „მაიდანზე“ და […]

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებული 2005 წელს დაბადებული პირია. შემთხვევა გუშინ, 25 იანვარს, ორბელიანის ქუჩაზე მოხდა. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. როგორც შსს აცხადებს, პოლიციამ […]

ორბელიანზე 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან […]

საია სახელმწიფოს სთხოვს, 2008 წლის ომისგან დაზარალებულებისთვის შეიქმნას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და სახელმწიფოსგან ითხოვს რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის გამოიყენოს საერთაშორისო ღონისძიებები. უფრო კონკრეტულად, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ომით დაზარალებულებისთვის იმ ფინანსური კომპენსაციის მიღებას, რისი გადახდის ვალდებულებაც აქვს რუსეთის ფედერაციას. ორგანიზაციამ დღეს, 26 იანვარს, საგარეო […]

რუსეთმა 2023 წელს აშშ-სა და ევროპაში წარმოებული 1 მილიარდი დოლარის ჩიპები შეიძინა- Bloomberg-ი

2023 წელს, სანქციების მიუხედავად, რუსეთმა შეძლო 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული წარმოების მაღალტექნოლოგიური ჩიპების იმპორტი. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი დახურულ რუსულ საბაჟო სტატისტიკაზე დაყრდნობით იტყობინება. იმ დოკუმენტებიდან, რომელთა მოპოვებაც სააგენტომ მოახერხა, გამომდინარეობს, რომ წელიწადში მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა რუსეთის მიერ იმპორტირებული ნახევარგამტარებისა და ინტეგრირებული ისეთი სქემების საერთო ღირებულებამ, რომლებიც შეიძლება […]

მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა აღმოაჩინეს – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მებაჟე-ოფიცრებს უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობა აქვთ აღკვეთილი. ამის შესახებ მან ილაპარაკა “მებაჟის დღისთვის” მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს, 26 იანვარს, გაიმართა. “სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს მასპინძლობს

მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. კონფერენციის განმავლობაში წარმატებული ინფლუენსერები მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაციას […]

„საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“ – Madrid Fusión

Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს. „მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“. Madrid Fusión-ის მეორე Facebook პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება. Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის […]

მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაფიქსირებული შემთხვევებიდან საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია ან საქონელი უკან გააბრუნა. „სანქციების შემოღებიდან დღემდე, 1770 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ხდებოდა სანქციების გვერდის ავლ. საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია და ან აღნიშნული საქონელი გააბრუნა უკან. გარდა ამისა, დაახლოებით, 1000 შემთხვევაა […]