კანალიზაციის სისტემის გაწმენდის ორი მეთოდი – რა შემთხვევაში რჩები მოგებული?

სახლის, კორპუსის აშენებისას, ან რემონტისას, მოგებული ის რჩება, ვინც ყურადღებას თავიდანვე უთმობს კანალიზაციის სისტემას. თითქოს, ერთი შეხედვით, რა უნდა, ხომ? მილს აყენებ და ეგაა. როცა კანალიზაციის სისტემა პრობლემას ქმნის, უმრავლესობა მხოლოდ მაშინ იგებს, რომ კანალიზაციის სისტემის მოწყობას საინჟინრო პროექტი სჭირდება. კი, დიზაინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არა ერთადერთი და წამყვანი, აუცილებელია ჩამდინარე წყლების მოცულობის, მცხოვრებთა რაოდენობის […]

,,ახალგაზრდები დამიკავშირდნენ შენი ძეგლი უნდა დაიდგას ქუთაისშიო“ – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე: ,,ახალგაზრდები დამიკავშირდნენ შენი ძეგლი უნდა დაიდგას ქუთაისშიო. (აშკარად მტროლავენ ესენი, მაგრამ მაინც გავყევი საუბარში) უი რას ამბობთ ბავშვებო არც მასე გავგიჟებულვარ, რა ძეგლი, ეგ არსად მოყვეთ. აუ თქვენი თანხმობა თუ იქნება ჩვენ გავაკეთებთო. თუნდაც რაიმე არტი იქნებაო. ახლა ძალიან წინააღმდეგობა თუ არ გავუწიე, ზუსტად ვიცი, რაღაც @რაკი ექნებათ გამოქანდაკებული.”

,,თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ…” – რას წერს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს: ,,თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი. ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა […]

25-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მხარი დაუჭირა ტეხასის გუბერნატორს, ფედერალურ მთავრობასთან არალეგალური იმიგრაციის გამო დაპირისპირებაში

25-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მხარი დაუჭირა ტეხასის გუბერნატორს, ფედერალურ მთავრობასთან არალეგალური იმიგრაციის გამო დაპირისპირებაში. ამის შესახებ BBC წერს. 25 შტატის გუბერნატორი შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურს ამერიკის საზღვრის დაცვა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. საქმე ამ კვირაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის წინააღმდეგ, რომელმაც მავთულხლართები გააბა მექსიკასთან საზღვარზე. […]

საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომ მოხდეს ჩვენი ეროვნული სამართლებრივი სივრცის ჰარმონიზება ევროპულთან და ეროვნული ინსტიტუციების მოწყობა ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად – ეკა სეფაშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების თემაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები და ფაქტები უნდა იყოს მყარი, რათა ზიანი არ მიადგეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პირი მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია, არ აძლევს მას […]

სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული ურთიერთობის დეკლარაციას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა. “მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველო „კეთილსინდისიერების ინდექსის“ მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში “კეთილსინდისიერების ინდექსის” კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს. “საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისათვის […]

სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა – ის დაკავებულია

სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში ერთი ადამიანი შეიჭრა. ტაბულას ინფორმაციით, მან ადგილზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს მცირე თანხა გასტაცა და მიმალვა სცადა, თუმცა, ის პოლიციამ მალევე დააკავა. დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

1925 წლის 26 იანვარს ისტორიკოსი, მწერალი ლევან სანიკიძე დაიბადა

ქართველი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე 1925 წლის 26 იანვარს ამბროლაურის რაიონის, სოფ. ბუგეულში დაიბადა. ლევან სანიკიძემ დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ქართული ისტორიის კვლევასა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემაში უდიდესი ღვაწლი […]

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა განახლდა

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა განახლდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს და თურქეთის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს. ოფიციალური განმარტებით, ეს არის გაგრძელება იგივე პროგრამისა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და რომლის ვადაც 2021 წელს ამოიწურა. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში – ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი […]