16 წლამდე ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონული სასამართლომ 16 წლამდე ბიჭის გაუპატიურებისათვის დაკავებულ 51 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. “სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით… საქართველოს პროკურატურას მსგავსი შინაარსის და ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში გააჩნია მკაცრი პოზიცია და მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, […]

“შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს” – “ტორპედოს” პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

“ტორპედოს” პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემა “სპორტი იმედზე” სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი არაბიძის შესახებაც ისაუბრა. კერესელიძის თქმით, მომდევნო კვირას ქუთაისური კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს დაადასტურებს, ამის შემდეგ კი არაბიძეს “ტორპედოს” დატოვება შეეძლება. მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა […]

მწერალთა სახლში რენო სალენს ლიოტეს რომანის ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში რენო სალენს ლიოტეს (1967-2022) რომანის, „სტალინის აბაზანა“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ბატონი რენო სალენსი გახლდათ დიპლომატი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2012-2016 წლებში. თავისი პირველი რომანი „აღრეული სეზონები“, რომელიც საქართველოში ცხოვრების პერიოდში დაწერა, საფრანგეთში 2018 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა “სეის” მიერ ლიოტეს გვარით, რომელიც ავტორმა სამწერლო ფსევდონიმად აირჩია. მეორე რომანი, „სტალინის აბაზანა“, საფრანგეთში 2022 წელს, […]

თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის მონათესავე მრეწველობის ექსპორტმა რეკორდი მოხსნა – $14 მლრდ

საავტომობილო ინდუსტრიის მონათესავე სექტორების ექსპორტი თურქეთში 2023 წელს წინა წელთან შედარებით 9%ით გაიზარდა – 14 მილიარდ 153 მილიონ 842 ათას დოლარამდე. ამის შესახებ Anadolu თურქეთის ავტომობილების ექსპორტიორთა ასოციაციის Uludağ (OİB) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. განსახილველ პერიოდში თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიიდან სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების ექსპორტი განხორციელდა 210-ზე მეტ ქვეყანაში, თავისუფალ ზონებსა და ავტონომიურ რეგიონებში. ქვესექტორებიდან მიწოდებამ საავტომობილო […]

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალქალაქი-კარწახის გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ახალქალაქი-კარწახის გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოადგილესთან იოსებ ჭელიძესთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი – ზვიად ხარაზიშვილი. „სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამჟამად აქტიურ […]

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 26 422-ამდე გაიზარდა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელთან ომის დაწყებიდან 26 422 ადამიანი დაიღუპა და 65 087 – დაშავდა. „7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი 26 422-ამდე გაიზარდა, დაშავებულია 65 087 ადამიანი“, – აცხადებენ უწყებაში. ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ ისრაელზე, 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რასაც, ისრაელის […]

მაშველებმა დუშეთის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი. „ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში […]

Sanofi $2,2 მლრდ-ად Inhibrx-ის აქტივებს ყიდულობს

ფრანგული Sanofi ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანიის Inhibrx-ის აქტივებს ყიდულობს. ტრანზაქციის თანხა დაახლოებით $2,2 მილიარდი იქნება. Sanofi-ის პრესრელიზის თანახმად, კომპანია იძენს Inhibrx-ის ყველა აქტივს, რომელიც დაკავშირებულია INBRX-101-თან, საკვლევ მედიკამენტთან, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების (ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი), სამკურნალოდაა შექმნილი. აღნიშნული დაავადება ფილტვის ქსოვილის პროგრესირებად განადგურებას იწვევს. Inhibrx-ის დარჩენილი აქტივები გამოიყოფა დამოუკიდებელ კომპანიად, რომლის შესახებ ინფორმაცია მომავალში გასაჯაროვდება. მხარეები […]