სამთავრობო მედია: კობახიძე პრემიერი ხდება, ღარიბაშვილი ოცნების თავმჯდომარე

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ასევე, ირაკლი კობახიძე პარტიის პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს. ტელეკომპანია იმედის ცნობით, 24 იანვარს ჩატარებულ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის თანამდებობა ორჯერ დაიკავა. პრემიერმინისტრის პოსტზე პირველად 2013 წელს დაინიშნა, […]

“ნაპოლი” დღეს კიდევ ერთ ტრანსფერს დაადასტურებს

“ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს. იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, “პარტენოპეი” დღეს “უდინეზედან” ცენტრალური მცველის, ნეუენ პერესის ტრანსფერს დაადასტურებს. წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი “ნაპოლის” 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. პერესი “პარტენოპეისთან” 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ანაზღაურების სახით კი ყოველწლიურად 1.6 მილიონ ევროს მიიღებს. გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლიმ” შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში […]

ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე, ირაკლი ღარიბაშვილი „ოცნების“ თავმჯდომარე – „იმედი“ სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს

„იმედის“ ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა. ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს.

GITA-მ საგრანტო პროგრამა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალური საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება გამოაცხადა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის. რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან […]

თურქეთში, ეკლესიაზე თავდასხმისთვის რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიამის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. მინისტრმა თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ სტამბოლში, 30 მისამართზე რეიდები ჩაატარეს და ამ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მქონე 47 პირი დააკავეს. სტამბოლის ევროპულ ნაწილში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ტაძარში ორი შეიარაღებული პირი 28 იანვარს, დილით, ღვთისმსახურებისას […]

The New York Times-ი აჭარული ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ აჭარული მათ შორის ყველაზე ცნობილია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ხაჭაპურის მოსამზადებლად ტრადიციულად იმერული და სულგუნი გამოიყენება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველების ამერიკაში ყიდვა არც თუ ისე მარტივია, მსურველებს სთავაზობს ისინი მოცარელით, ფეტით და თხის […]

2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. „თბილისში, 30 იანვარს შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო […]

თეონა აქუბარდია – აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ საკადრო ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა კორუფციის რისკებზე ისაუბრა

აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ ამგვარი [საკადრო] ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა კორუფციის რისკებზე ისაუბრა – ბიძინა ივანიშვილი ტაქტიკური სვლებით გრძელვადიან თამაშს თამაშობს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე, შესაძლოა, ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლოს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი, ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი გახდეს. როგორც აქუბარდიამ […]

მაკა ბოჭორიშვილი – „ლელოს“ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, ეძახეს „მაჩანჩალა“ და „შავი ხვრელი“ მაშინ, როცა ეს ასე არ იყო!

„ლელოს“ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, ეძახეს „მაჩანჩალა“ და „შავი ხვრელი“ მაშინ, როცა ეს ასე არ იყო! – ასე ეხმიანება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან “ლელოს” გადაწყვეტილებას, რომელიც 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება. ბოჭორიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელონ ევროკავშირის მიერ […]

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია შემოტანილ ფქვილზე იმპორტის გადასახადის გახანგრძლივებას ითხოვს

“ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად, საპირწონე მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ კვლავ გამოყენებული იქნეს იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“,- ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული. ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 12 ივნისიდან – 2024 წლის 1 მარტამდე იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო […]