მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს. ბრიფინგის თემა ოფიციალურად დაანონსებული არ არის, თუმცა ის სავარაუდოდ, სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.

გურამ გურამიშვილი ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარე ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივების შესახებ მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმში მონაწილეობს

ევროკავშირის ორგანიზებით, ბრიუსელში მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმი გაიხსნა, რომელიც ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება და ტრანს-კასპიური სატრანსპორტო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში საჭირო ინვესტიციების მობილიზების ხელშეწყობას და ევროპა-აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე დისკუსიების გააქტიურებისკენაა მიმართული. ფორუმზე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე […]

ვასო ურუშაძე – ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს წარმოადგენს

„ქართული ოცნება“ ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაფრით არის დაკავებული გარდა იმისა, რომ განავითაროს ეკონომიკა, შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და დაძლიოს სიღარიბე. ეს მაჩვენებელიც ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს მცირე ელიტური ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს წარმოადგენს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის […]

5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა

ანე ფრანკი სულ რაღაც 16 წლის ასაკში დაიღუპა, თუმცა გოგონას ჩანაწერებმა მისი სახელი სამუდამოდ დაგვამახსოვრა. მისი დღიური წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რა საზარელი დანაშაული მიუძღვით ფაშისტებს კაცობრიობის მიმართ. ჩანაწერები აღწერს, როგორ იმალებოდნენ ოჯახები ორი წლის განმავლობაში, როცა ნაცისტებს ნიდერლანდები ჰქონდათ ოკუპირებული. ფრანკებისა და ვან პელსების ოჯახები და მოგვიანებით, ებრაელი სტომატოლოგი ცხოვრობდნენ ანეს მამის კუთვნილი კომპანიის შენობაში, […]

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა მსგავს ფორმატში ორ კვირაში გაიმართება. როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის როლს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობდა […]

გალტ & თაგარტმა FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გაუზიარეს. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის […]

“საშინელება ჩავიდინე და მინდა ამაზე მოგიყვეთ, მაპატიეთ…” – “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის შოკისმომგვრელი აღიარება

“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა კაილ უოკერმა The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუღლეს რეალითი შოუს ვარსკვლავთან, ლაურინ გუდმენთან ღალატობდა და ქერა ლამაზმანის 2 შვილის მამაც გახლავთ. უოკერმა მის ყოფილ მეუღლესა და 3 შვილის დედას ენი კილნერს ბოდიში მოუხადა. პრემიერლიგის გამორჩეული მცველის თქმით, გასულ ზაფხულს “სიტის” დატოვება და “ბაიერნში” გადასვლა არ სურდა, თუმცა ინგლისიდან გაქცევას ცდილობდა. “იდიოტობები ჩავიდინე […]

სახალხო დამცველის მოადგილედ ირინე ჩიხლაძე დაინიშნა

სახალხო დამცველის მოადგილედ ირინე ჩიხლაძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ირინე ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, […]

17:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა პრემიერს ან მინისტრებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დეპუტატები არ უარყოფენ, პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს. ცნობები ირაკლი ღარიბაშვილის […]

New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა. ორდღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. […]