“ქართული ოცნების” ქმედით ნაბიჯებში ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ 9 პუნქტის შესასრულებლად მუშაობს – დავით კირკიტაძე
ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრა დასრულებულია. ოპოზიცია და უმრავლესობა 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა იმ სამოქმედო გეგმისა და გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა. შეხვედრას, “ლელოს” გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა დაესწრო. ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში შედიან. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მზადაა […]
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება – ნინო წილოსანი მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებებზე
მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ყველა ცვლილება ოფიციალურად დაანონსდება. მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება. “ყველა ცვლილება დაანონსდება ოფიციალურად. მანამდე, თავს შევიკავებ კონკრეტული დეტალებზე საუბრისგან. ოპოზიციის კომენტარი, ჩვენი პარტიის ნებისმიერი წევრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არარელევანტურია […]
“ფასადური ცვლილებების მიღმა ერთადერთი გამოსავალი არსებობს – “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას” – როგორ აფასებენ ოპოზიციაში მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებებს
მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. როგორც “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩიამ ამბობს, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძე შეცვლის, განსაკუთრებულს არაფერს ცვლის. “შეიცვლება ის, რომ კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი და ღარიბაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე. დანარჩენი, რასაკვირველია, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ორივენი ისედაც მაღალ თანამდებობაზე იყვნენ და […]
ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი მაიამიდან დაიძრა – BBC
მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი – Icon of the Seas, მაიამიდან კარიბის ზღვის აუზისკენ, პირველ 7-დღიან მოგზაურობაში გაემგზავრა. ამის შესახებ BBC წერს. გემი 250 800 ტონას იწონის და მისი სიგრძე თითქმის 365 მეტრია. თავად გემის მშენებლობა და შეძენა Royal Caribbean International-ს თითქმის $2 მლრდ (1,65 მილიარდი ევრო) დაუჯდა. Royal Caribbean-ის ვებსაიტის მიხედვით, ლაინერზე ბილეთების ფასები […]
ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს. მდინარეების ხრამი და მართალხევი დათევზიანების პროცესში მონაწილეობა, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება საავადმყოფოში რეორგანიზაციასა და კლინიკის დემონტაჟის შესახებ. რესპუბლიკური საავადმყოფოს 200-მდე თანამშრომელი ხელმოწერებს აგროვებს. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ არის მიუღებელი და მთლიანად ეს პროცესი წარიმართა მათთან კომუნიკაციის გარეშე. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ აქვთ ძალიან ცოტა […]
გოცირიძე: ღარიბაშვილი გეგმებს აწყობდა და მოასრიალეს, ძალიან დაამცირა ივანიშვილმა
პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის თანამდებობის ცვლილებებს კომიკურს უწოდებს – ის აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი “დაამცირა”. “სასაცილოა, კომიკურია, ღარიბაშვილი გეგმებს აწყობდა […] და აგერ მოასრიალეს ერთ წუთას, ძალიან დაამცირა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, მთელი ეს ვერტიკალი, რომელიც მისი კადრებით იყო დაკომპლექტებული, ჩამოიშლება და ეს პრობლემებს შექმნის ქართულ […]
“მესის” – “რონალდოთი” ჩანაცვლება, თუ “რონალდოს” – “მესითი” – დავით ქართველიშვილი
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი: „როდესაც გუნდში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გყავს, სადაც “ლიდერშიპის” როტაცია თამამად შეგიძლია, სადაც მმართველი ხელისუფლების გაძლიერებას ვერც სამთავრობო და ვერც პარტიულ დონეზე არაფერი აღარ ემუქრება – ესაა წარმატების საწინდარი. როდესაც პარტიულ და სამთავრობო “ტურბულენტობის” ეპოქას, მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს 2016 და 2021 წლებში, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა, რომელმაც […]
დამასუფთავე, გამაახლე – რა ნიშნებით ითხოვს „რობოტი მეგობარი“ შველას
ჩემი პირველი კომპიუტერი, ჯერ კიდევ 2000 წელს, მუშაობდა Windows 98-ზე და კარგად მახსოვს, რამდენიმე თვეში, როგორ გაჩნდა ხარვეზები, თუმცა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა, რას მთხოვდა, და როცა ეკრანი მთლიანად გალურჯდა, მეგონა, რომ მორჩა, ეს ჩემი კომპიუტერის სიკვდილის ნიშანია, გულგახეთქილმა დავიწყე სპეციალისტის ძებნა. მინდა გითხრათ, მაშინ საკმაოდ ჭირდა სპეციალისტის პოვნა, კარგის და ცუდის კი არა, […]
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებზე: „თუ დადასტურდა როქი “ქართულ ოცნებაში” და სავარაუდოდ, დადასტურდება, ღარიბაშვილის გადაყვანა პარტიის თავმჯდომარედ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი მას კი არ იშორებს, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს და ეს ახლოს დაყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. სავარაუდოდ, ღარიბაშვილი ჩაიბარებს საარჩევნო კამპანიასაც, იქნება სიის პირველი ნომერიც და ა.შ. […]