როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში – მიხეილ სარჯველაძე

აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია “ლელო” – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ თინა ხიდაშელის სამოქალაქო იდეა ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს. მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელო”, რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა […]

ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განვითარების პერსპექტივა და საქართველოს როლი ორი კონტინენტის დაკავშირებაში – ბრიუსელი ინვესტორთა ფორუმს მასპინძლობს

ევროპა-ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განვითარების პერსპექტივაზე, ორი დღის განმავლობაში, ბრიუსელში გამართულ ინვესტორთა პირველ ფორუმზე მსჯელობენ. შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2023 წლის კვლევას, რომლის მიზანიც ყველაზე მდგრადი და პერსპექტიული მარშრუტების იდენტიფიცირება იყო. კვლევის თანახმად, ტრანსკასპიური მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ყველაზე მიმზიდველად შეფასდა. ბრიუსელშია საქართველოს დელეგაციაც. ცალკე სესია მიეძღვნება საქართველოსა და სხვა პარტნიორების როლს […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის […]

ქვეყანაში მარილის იმპორტი შემცირდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტი 55%-ით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში მარილის იმპორტი შემცირებულია, თუმცა, რუსეთიდან მისი იმპორტი 55%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მარილის იმპორტი 10%-ითაა შემცირებული, თუმცა 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, 2021 წელს $4.7 მლნ-ის მარილი ვიყიდეთ (55 000 ტონა), 2022 წელს – $6.1 მლნ-ის (70 000 ტონამდე), 2023 წელს – $6.3 მლნ […]

საქართველოს აუდიტორული ფირმების რეიტინგი

2022 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა და მან 49.9 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2022 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინეს. სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 268 კომპანია არის რეგისტრირებული. აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და […]

თეონა აქუბარდია – მთავრობაში ცვლილებები არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას, კორუფციის რისკებზე ილაპარაკა

გარკვეული დაპირისპირება ორ ირაკლის შორის არსებობდა. როგორც ჩანს, ამ მოცემულობაში, ირაკლი კობახიძემ მოიგო, თუმცა გრძელვადიანად, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი იგებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი. მისივე განცხადებით, „ეს არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას, კორუფციის რისკებზე […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო […]

ნიკა ობოლაძე – ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულს

ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში კობახიძე წინაურდება და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს – მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი უკვე მოპარულს შეირგებს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხალხის ძარცვა 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს. „ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს, მაშინ, […]

რომან გოცირიძე საკადრო ცვლილებაზე – ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ღრმად ჩართვას არა თუ პარტიულ მენეჯმენტში, არამედ მთავრობის საქმიანობაში – დაინახა, რომ ამ მთავრობით არჩევნებზე გასვლა მარცხს ნიშნავდა

ნათქვამია: – ისტორია მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი – როცა ირაკლი ღარიბაშვილი პირველად მოულოდნელად მოხსნეს, ტრაგიკული დრამა გათამაშდა, მეორედ მოხსნა უკვე ფარსია, თუმცა პიროვნული ტრაგედიის შემცველი, – ასე ეხმაურება პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლის გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე. გოცირიძის აზრით, ახლო მომავალში საზოგადოება ღარიბაშვილის მიერ ფორმირებული საკადრო ვერტიკალის მეორედ წმენდის […]

,, ბოსტანი მისია და ვისაც სად უნდა იქ გადარგამს….” – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე: ,,ნეტაი ერთი თქვენა კიდე რააა.. ბოსტანი მისია და ვისაც სად უნდა იქ გადარგამს….”