რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილზე – მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება – საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის
მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან [ირაკლი ღარიბაშვილისგან] ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. მისივე თქმით, „ისტორია იტყვის სათქმელს, რამდენი რამ გაუკეთებია ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის“. „ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია. წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ […]
ირაკლი ღარიბაშვილი – გუნდში განვიხილეთ შესაძლებლობა, ზაფხულამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება – მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს
პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა. „არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი […]
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6773 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8963 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9056 ლარს შეადგენდა. […]
რუსეთ-უკრაინის ომის ქართველი სამხედრო ტყვეები
სანამ მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ, ბელგოროდთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი გაურკვეველი დროით შეწყდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, რუსეთს 4000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს. არაოფიციალური ცნობებით კი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინის არმიის მეომრების რიცხვი გაცილებით მეტია. რუსი ოკუპანტების ტყვეობაში, საქართველოს […]
სამოქალაქო სექტორი მხოლოდ „პლატფორმით“ ვერ შემოიფარგლება, მეტი ჩართულობა უნდა იყოს — ჩხობაძე
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აუცილებელია. ამის შესახებ მან დღეს, 29 იანვარს, პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც სწორედ ევროკავშირის 9 რეკომენდაციას შეეხებოდა. შეხვედრას არ ესწრებოდა აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მათ შორის, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი […]
ღარიბაშვილი გადადგა – სრული სიტყვა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის სიძლიერის უმთავრესი ფაქტორია შიდა დემოკრატია, რომლის გამოვლინებაცაა როტაციის პრინციპი. „დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მეორე ვადით […]
„ღარიბაშვილის დაქვეითება თუ კობახიძის დაწინაურება?“ – ცვლილებები მთავრობაში
ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობების გაცვლა, რომლის შესახებაც „იმედი“ იუწყება, თანაბრად შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის „დაქვეითებას“, ისე ირაკლი კობახიძის „დაწინაურებას“ და „დაჯილდოებას“ და შეიძლება შეფასდეს, როგორც პარტიის შიგნითა გადალაგების პროცესს, მიიჩნევს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი. „ამ შესაძლო გადანაცვლებას, ლოგიკური იქნება, თუ შევხედავთ როგორც პარტიის შიგნით გადალაგების პროცესს. ეს […]
კითხვებზე პასუხები იმ ადამიანებს აქვთ გასაცემი, ვინც ამ თანხებს იღებენ და შესაბამისად მოქმედებენ – მაკა ბოჭორიშვილი ხიდაშელის ორგანიზაციასა და ტაივანურ ფონდზე
აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია “ლელო” – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ თინა ხიდაშელის “სამოქალაქო იდეა” ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს. მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელო”, რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა […]
“ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, განვიხილეთ შესაძლებლობა, თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება” – ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან, რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე გააკეთა. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის […]