ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 29 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.93 თეთრით გამყარდა. 29 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6773 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8963 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.

ცვლილებები ბუნებრივი გაზის ბაზარზე – რა ვალდებულების შესრულება მოუწევს სახელმწიფოს?

2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. შედეგად, უნდა გაიხსნას ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟა, გამანაწილებელი და გადამცემის სისტემის ოპერატორები კი უნდა განცალკევდნენ. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ უნდა ჰყავდეთ.

რობოტი მზარეული სრულად ავტომატიზებულ პირველ რესტორანში

პასადენაში, კალიფორნიაში პირველი სრულად ავტომატიზებული რესტორანი გაიხსნა. „კალიექსპრესის“ მფლობელები ამბობენ, რომ ეს მთელ მსოფლიოში, პირველი რესტორანია, სადაც კერძებს რობოტები დამოუკიდებლად ამზადებენ. შეკვეთების მიღებასა და ადგილის დაჯავშნას კი ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს.

უნგრეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ ევროკავშირის სამიტამდე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 29 იანვარს უმასპინძლეს შეხვედრას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან – შეხვედრა იმართება ევროკავშირის სამიტის წინ და მიზნად ისახავს გზის გახსნას უკრაინის დახმარებისთვის, რომელსაც ბუდაპეშტი უწევდა წინააღმდეგობას. ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა მას მერე, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ […]

პარლამენტმა ახალი პრემიერი და მთავრობის შემადგენლობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს

საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, […]

„ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „კარფური“ და „სპარი“ – ბაზრის 55%-ზე მეტი დიდ ოთხეულს უჭირავს

FMCG (სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის) სექტორის ზომა საქართველოში საკმაოდ სწრაფად იზრდება – ბაზრის ზომა თითქმის გაორმაგდა 2018-23 წლებში და 21 მილიარდი ლარი შეადგინა 2023 წელს. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც მკვეთრი ზრდაა 2018 წელს არსებული 22%-დან. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამის შესახებ საუბარია „გალტ & თაგარტის“ კვლევაში, […]

„ავერსმა“ და PSP-მ კონკურენციის სააგენტოს ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრეს

,,ავერსმა” და ,,პსპმ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. საქმე ეხება ჯარიმას, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბერს 5 კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა. უწყებამ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. ,,ავერსისა” და პსპ-ს წარმომადგენლებმა BM.GE-სთან დაადასტურეს, რომ კომპანიებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს, თუმცა […]

პოლიტიკური საბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური საბჭოსგან მიიღო შეთავაზება, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, რასთან დაკავშირებითაც ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება. მისი განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავის გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების დროს ისაუბრა. საგანგებო ბრიფინგი მან ცოტა ხნის წინ გამართა. […]

წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ – ბრეგაძე ღარიბაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, მადლობას უხდის. ამის შესახებ ბრეგაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც რატი ბრეგაძე წერს, მას წილად ხვდა ბედნიერება, ღარიბაშვილისგან ბევრი რამ ესწავლა. „ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია. წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც […]

რა უფლებამოსილება ექნება ჩამოქვეითებულ ღარიბაშვილს?

ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან, პრემიერ—მინისტობიდან, ორჯერ გადადგომის შემდეგ, ჩამოქვეითებული ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ინიშნება. აღნიშნულს წინ უძღოდა 2024 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად შემობრუნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალური თავმჯდომარისთვის მნიშვნელობაში უფლებამოსილების გამოცლა. პარტიის ახალი წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არა პარტიის თავმჯდომარე, […]