გვარამია: თანამშრომლობას განვიხილავ მელიასთანაც, ჯაფარიძესა და ხოშტარიასთანაც

მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ კლინიკა ვივამედში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა. გვარამიას თქმით, ის არაერთ ოპოზიციურ პარტიასა და ლიდერთან განიხილავს თანამშრომლობას, მათ შორის, გირჩი-დროასთან და ენმ-ს ყოფილ წევრ, ნიკა მელიასთან. “ნიკა მელიასთანაც ყველა შემთხვევაში განვიხილავ თანამშრომლობას, ზურასა [ჯაფარიძე] და ელენესთანაც [ხოშტარია] და მე საერთოდ მომხრე ვარ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 30 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს გორის, ბახტრიონის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი […]

ჯონ კირბი – აშშ-ს ირანთან ომი არ სურს – ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა თავდასხმები შეწყდეს

აშშ-ს ირანთან ომი არ სურს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს სურს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი. „ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, ეს თავდასხმები გრძელდება. ჩვენ ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. მე უზენაესი ლიდერის სახელით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა […]

თბილისში, საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. „ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, „ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს – ხაზარაძე

„ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს“, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას. მამუკა ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავჯდომარის. „ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა […]

ლანდერჰოლმი: თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება

თითქმის 20 თვიანი ყოყმანის შემდეგ, თურქეთი შვედეთის ევროკავშირში გაწევრიანებას დათანხმდა. სტოკჰოლმისთვის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ახლა ერთადერთი ქვეყანა, უნგრეთი რჩება. შვედეთი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნეიტრალური ქვეყანა იყო. სტოკჰოლმმა თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად გადაწყვიტა. ფინეთი ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეუერთდა, რითაც ნატო-რუსეთის საზღვარი თითქმის გაორმაგდა. შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ […]

ტრამპი და ჰეილი ბრძოლას აგრძელებენ – მხარდაჭერის მოპოვებას კანდიდატები ნიუ-ჰემფშირის შემდეგ სხვა შტატებში ეცდებიან

ტრამპი პრაიმერში გამარჯვებას ზეიმობს, ნიკი ჰეილი კი დანებებას არ აპირებს. ჰამასის” წინააღმდეგ ომის სამი თვე და სტრატეგია, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობას მიზნების მისაღწევად სჭირდება; ვის შორის გააკეთებს არჩევანს ამერიკის კინოაკადემია. ოსკარის დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა ცნობილია.

90 წლის ასაკში იტალიური კინოს ვარსკვლავი სანდრა მილო გარდაიცვალა

90 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი და მომღერალი სანდრა მილო გარდაიცვალა. მილომ სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო. პირველი წარმატება 1959 წელს, რობერტო როსელინის ფილმ Il generale Della Rovere შესრულებულმა როლმა მოუტანა. 1963 წელს შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ფედერიკო ფელინის 8 1/2-ში. მოგვიანებით კიდევ ერთხელ ითამაშა მაესტროსთან სურათში ჯულიეტა და სულები. 2021 წელს უკანასკნელი კინოროლი შეასრულა ფილმში […]

რუსი მოციგურავე დოპინგის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა დოპინგის გამო 4 – წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. „კამილა ვალიევამ დაარღვია ანტი-დოპინგ რეგულაცია და სასჯელად ეკისრება 4 – წლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც აითვლება 2021 წლის 25 დეკემბრიდან”, – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც 29 დეკემბერს მიიღო სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი მოციგურავე კამილა ვალიევას საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების თანახმად, სპორტსმენს გაუუქმდება ყველა ოფიციალური შეჯიბრის შედეგი, რომელშიც მიიღო […]

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებისას დრონების მართვას ასწავლიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრებს, უპილოტო საფრენი აპარატების მართვას ასწავლიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება მოიცავს კომპლექსურ მეცადინეობებს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებებით. “თეორიული სწავლების გეგმის შესაბამისად, ჯარისკაცები ეუფლებიან დრონის ექსპლუატაციის პრინციპებს, ნავიგაციას, ტაქტიკურ გამოყენებას, მოვლა-შენახვის პირობებს და ა.შ.”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. პრაქტიკული მომზადების […]