გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ

რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდში არსებული გადაადგილებები გასაგები და აღსაქმელი მხოლოდ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაა და „რადიკალური ოპოზიციისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია“. „რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ […]

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. გიორგი ოსაძე კი, საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განმარტებით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან […]

“წავა თუ არა დავითაშვილი “ბორდოდან”? – ჟირონდელების მთავარმა მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

გუშინ, 29 იანვარს, ლიგა 2-ის 22-ე ტურში, “ბორდომ” “ანჟერს” უმასპინძლა და ზურიკო დავითაშვილის გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჟირონდელთა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალგაზრდა შემტევი გუნდს არ დატოვებს. “ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილმა და ალბერტ ელისმა გუნდი დატოვონ. […]

ომბუდსმენმა დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ POS TV-ში ქალის სექსუალური შევიწროების ფაქტი

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა გასაუბრებაზე მისული ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად შეავიწროვა. გადაწყვეტილება გაჩეჩილაძეს 29 იანვარს ჩაბარდა. “შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას”, – წერია დასკვნაში. ომბუდსმენის […]

„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მთიელი წიგნები“ ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამის დასტური კი ის არაერთი პროექტია, რომლებზეც წლებია ვმუშაობთ. გვიხარია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებში უამრავ ბავშვს გავახარებთ. დამატებით, სასკოლო ბიბლიოთეკებს შევავსებთ და უფრო მეტ მოზარდს ექნება წვდომა ლიტერატურაზე, რაც მათ წიგნებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღრმავებს. გვჯერა, რომ კომპანიის მხრიდან ეს […]

თერჯოლაში, ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

თერჯოლაში, ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან […]

უარს იტყვის თუ არა ჩეხეთი კრონაზე?

ჩეხეთში ევროზე გადასვლასთან დაკავშირებით მსჯელობა პრეზიდენტ პეტერ პაველის საახალწლო გამოსვლის შემდეგ განახლდა. მან მხარი დაუჭირა კრონაზე უარის თქმას და თქვა, რომ ევრო იქნება ლოგიკური მომავალი ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის. თუმცა, ჩეხეთის ფინანსთა სამინისტრო ვერ ხედავს აზრს ქვეყნის ევროზონაში გადაყვანაში, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ჯერ არ აკმაყოფილებს არცერთ კრიტერიუმს. სააგენტო Median-მა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, ჩეხების რა […]

რუსეთიდან შემოსატან კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა

რუსეთიდან საქართველოში შემოსატან კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან ₾12.9 მლრდ-მდე შემოსავალი მიიღო

2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს […]

„სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი სომხეთს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე საქართველოს“ – გიგა თვაური

„ეკონომიკური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან კარგია, ჩრდილოელ მეზობელს არ ვგულისხმობ, თუმცა გასააზრებელია ისიც, რომ სომხეთი არის ჩვენზე უფრო პატარა ბაზარი და ეკონომიკური კუთხით ახალი შეთანხმებები დიდ ცვლილებას ვერ მოახდენს. სომხეთს ძალიან აწყობს დსთ-ს ქვეყნებისგან დისტანცირება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ამგვარი მემორანდუმის დადება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიგა თვაურმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოსა და […]