პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროვებისთვის. ინფორმაციას პოლიტიკოსის პარტია ავრცელებს. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა იმ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ხანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მეჰმუდ ქურეში კორუფციის ბრალდებით იხდიან სასჯელს. იმრან ხანი და ქურეში 2023 წლის აგვისტოში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, იმრან ხანმა აშშ-ში პაკისტანის ელჩისგან მიღებული […]
სამთავრობო კარუსელის კონფიგურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ანა ბუჩუკური

1-ელ თებერვალს გაიმართება “ქართული ოცნების” ყრილობა, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს. ამის შემდეგ პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც დატვირთული და პოლიტიკურად აქტიური მომდევნო კვირისთვის ემზადებიან. სწორედ საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს ირაკლი კობახიძე სამთავრობო გუნდსა და პროგრამას. იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, საჭიროა დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. […]
პირველად საქართველოში, ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია ჩატარდა

საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე – ქართველი ექსპერტები. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ქვეყნის მასშტაბით, 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლებში, საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა და მომზადდა შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები. შედეგად, ქვეყანას […]
უნგრეთი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დათანხმდეს, თუ გარანტია იქნება, რომ ყოველწლიურად გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას – ვიქტორ ორბანი

უნგრეთი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დათანხმდეს, თუ გარანტია იქნება, რომ ყოველწლიურად გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა გამოცემა “ლე ფოინთთან” ინტერვიუში განაცხადა. უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და ის უნდა იყოს ერთსულოვანი. მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას, სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისე ესმის, როგორც შანტაჟის […]
ფიზიკური დაპირისპირება მალდივების პარლამენტში – კანონმდებლები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ

მალდივების პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. დეპუტატებს შორის ჩხუბი პარლამენტის სესიაზე კენჭისყრის დროს მოხდა. ქაოსი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, კენჭისყრის წინ, მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დამტკიცების პროცესი შეეჩერებინა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთმა დეპუტატმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საინიციატივო ჯგუფის წევრები რეორგანიზაციის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ. სარჩელს კლინიკის 200-მდე თანამშრომელი აწერს ხელს. “ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება – რეაქცია ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე. სასამართლოში შემოვიტანეთ სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. მივიჩნევთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რომელსაც ვასაჩივრებთ. 200 კაცამდე ვაწერთ ხელს ამ […]
დანიამ საქართველოში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 3 მილიონი კრონა გამოყო

დანიამ 3 მილიონი კრონა გამოიყო, რითაც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. “მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, ევროპის საბჭოსთვის 2024-2027 წლების […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ

ისრაელი “ათასობით ტერორისტს” არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის თანახმადაც ისრაელი „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც, ასევე, მოიცავს ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ ტყვედ აყვანილი მებრძოლების დიდი რაოდენობით გათავისუფლებას. “ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული […]
სავაჭრო პალატამ ახალი პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

სავაჭრო პალატამ ახალი პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ გახსნითი ღონისძიებას უმასპინძლა. „ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლიდია კრისტმანსი, ასევე პალატის გენერალური დირექტორის […]
ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ეროვნული გუნდის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები ნორვეგიის ქალაქ ლარდელში გამართულ ვეტერანთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე კობახიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი განუგრავა, დავით სირაძე. ტურნირის პირველ დღეს, ვეტერანთა ნაკრებმა, ნორვეგიის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა, […]