„მაღაზიების რაოდენობის ზრდა კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს“ – რითეილ ექსპერტი

„გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევის მიხედვით, 2018-2023 წლებში „ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ თემაზე რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ზრდა არის მხოლოდ ნაჩვენები გეოგრაფიული ექსპანსიის, ანუ მაღაზიების რაოდენობის ზრდაზე, არსებულ მაღაზიებში კი გაყიდვებია შემცირებული. „არსებულ მაღაზიებში გაყიდვები არის შემცირებული, ზრდა არის […]
Reuters-ი: ევროკავშირი სამიტზე დაადასტურებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას, უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება ამას

ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 1 თებერვალს გაიმართება ბრიუსელში, წევრი ქვეყნები დაადასტურებენ მზადყოფნას, „მყარი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ“ უკრაინას. სამიტის გადაწყვეტილებათა პროექტში, რომლის შესახებაც იტყობინება Reuters-ი, ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინისთვის „დროული, პროგნოზირებადი და მყარი სამხედრო დახმარების“ აღმოჩენა. „ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს ამუნიციისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარების მწვავე აუცილებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტის პროექტში. ამასთან, როგორც […]
18-მეტრიანი ავტობუსების 100%-იან ეფექტს ჯერ ვერ დავინახავთ, აუცილებელია TBT დერეფნების დასრულება – ურბანული ლაბორატორია

“სატრანზიტო დერეფნების შეკვრა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 18-მეტრიანი ავტობუსების 100%-იან ეფექტს ვერ ვნახავთ”, – ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელმა გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა. როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე სრულად შეთავაზებული 10 სატრანზიტო დერეფნიდან დასრულებული არცერთი არ არის. თუმცა მას შემდეგ რაც წერეთლის გამზირი გაიხსნება და აღმაშენებლისა და გელოვანის გამზირზე საავტობუსე […]
“9 ნაბიჯი ევროპისკენ” – ლელომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკუთარი ხედვა წარადგინა

“9 ნაბიჯი ევროპისკენ” – ამ სახელწოდებით პარლამენტში, პარტია ლელომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა. პარტიაში აცხადებენ, რომ გეგმაში შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია. “ლელოს გეგმა მოიცავს ათობით კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალს, მათ შორის და არამხოლოდ: რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, ტროლების ქარხნის […]
მედია: ისრაელმა საავადმყოფოში რეიდი ჩაატარა – მოკლულია სამი პალესტინელი სამხედრო

საერთაშორისო მედიების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების წევრებმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის საავადმყოფოში რეიდი ჩაატარეს, რა დროსაც სამი პალესტინელი სამხედრო მოკლეს. მედიებში ვრცელდება კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ისრაელელი ჯარისკაცები ექიმების ფორმაში არიან გადაცმულები. ტერორისტული დაჯგუფება ადასტურებს, რომ მოკლული სამხედროები მათი წევრები იყვნენ. რაც შეეხება ისრაელს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს განცხადებები არ გაუვრცელებიათ, თუმცა […]
დემონსტრანტებმა პერუში მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

ბილეთების გაყიდვის ახალი სისტემის გამო პერუში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობამდე, მაჩუ-პიქჩუმდე მიმავალი სარკინიგზო გზა დაბლოკეს. ანდების მთებში მდებარე უძველეს ნამოსახლარამდე მატარებლით მიმოსვლა 27 იანვრიდან არის შეჩერებული. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მაჩუ-პიქჩუსკენ გზა არც 29 დეკემბერს გახსნილა. საპროტესტო გამოსვლებმა, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო, ასობით ტურისტი შეაფერხა. ისინი მაჩუ-პიქჩუმდე ასვლას ვერ ახერხებენ. […]
პაპუაშვილი: ჩვენი მიზანია, მთავრობა მომავალ კვირას დავამტკიცოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, მთავრობის განახლებული შემადგენლობა მომდევნო კვირაში დაამტკიცონ. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტებში განიხილავენ, შემდეგ კი – პლენარულ სხდომაზე. “განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში […]
“ეკონომიკური ზრდის გამომწვევი კონკრეტული ინიციატივის გახსენება მიჭირს” – BDO-ს მმართველი პარტნიორი ღარიბაშვილზე

ეკონომიკური ზრდის გამომწვევი კონკრეტული ინიციატივის გახსენება მიჭირს , – ამის შესახებ BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს. BMG-ის კითხვაზე, როგორ აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის 3-წლიან პერიოდს, ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები არ ჩატარებულა.
ჯივიპი რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 2024 წელს ₾18 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჯივიპიმ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ქალაქ რუსთავის მერს 2024 წლის საინვესტიციო გეგმა გააცნო. 2024 წელს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას მოხმარდება, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული […]
რატიშვილი სტამბოლში ფიბა-ს საკლუბო ტურნირების მატჩებს მოემსახურება

ფიბა-ს ორგანიზებით მიმდინარე ევროტურნირებზე გადამწყვეტი მატჩების ჯერი დადგა. ქალთა ევროლიგაშიც და კაცთა ფიბა ევროპის თასზეც პლეი ოფში გამსვლელები უნდა დაკომპლექტდნენ. ქალთა ევროლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური იმართება, ხოლო ფიბა ევროპის თასზე მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურია. ორივე ამ ტურნირის მატს ქართველი კომისარი მოემსახურება. მერაბ რატიშვილი სტამბოლში იმყოფება და დღეს ქალთა ევროლიგის მატჩზე იმუშავებს, რომელშიც ერთმანეთს […]