ბულგარეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა. ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ვიზიტი უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის გამოხატვაა. „ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დენკოვის განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის მთავრობა ავრცელებს. ბულგარეთის მთავრობის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები – ათანას სლავოვი, იულიან პოპოვი და რუმენ […]

თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისაგან

სახელმწიფოთაშორის პარტნიორული ურთიერთობების მაგალითად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიო კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება: „მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ საქართველო-აშშ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა […]

ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, […]

ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის კანტორა კვლავ შფოთავს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

თინა ხიდაშელის კანტორა კიდევ ერთხელ შფოთავს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი. ამონარიდი: “შემთხვევითი არაა, რომ საშინაო ავტორიტარიზმის ზრდის პირდაპირპროპორციულად, ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკურ მაშველ რგოლად ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მოევლინა. ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის. ქართული ოცნების ხელში უკონტროლო […]

„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძი ვარსკვლავების გავლენის გამო ამ კვირაში შესაძლოა სხვადასხვა სახის გაუგებრობები შეგექმნათ, როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. მთელი თქვენი დიპლომატია უნდა გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული კამათი ხელმძღვანელებთან ან ნათესავებთან. მიზანშეწონილი არ არის მთელი დღე-ღამეების სამსახურში გატარება, ეცადეთ სუპერ-დავალებები არ მიიღოთ და ყველაფერი დღის განმავლობაში […]

„დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული“ – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

„დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული“ – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე „ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო – მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ […]

უკრაინა: გავანადგურეთ 9 დრონი და 3 რაკეტა

26 თებერვლის ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 9 დრონი და 3 რაკეტა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 14 უპილოტო საფრენითა და 7 რაკეტით მიიტანა იერიში. საჰაერო ძალებმა 1 ისკანდერის და 2 C-300 ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტები ბელგოროდის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაისროლეს. რაკეტები და შაჰედის ტიპის დრონები ხარკოვისა […]

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz–ის წმინდა მოგება 2023–ში 44%–ით გაიზარდა

ყაზახური ფინტექ კომპანიის Kaspi.kz წმინდა მოგება 2023 წელს 44%–ით გაიზარდა 849 მლრდ ტენგემდე (თითქმის 5 მლრდ ლარი) გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ ორშაბათს გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი. კომპანიის მთლიანი შემოსავალი კი 51%–ით არის გაზრდილი 1,9 ტრლნ ტენგემდე (11 მლრდ ლარი). გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგების მიხედვით, კომპანიის დირექტორთა საბჭომ, რომელსაც ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, აქციონერების […]

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის და ყინვის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებში ტექნიკური მარილი იყრებოდა. ცენტრალური და შიდა გზები გაიწმინდა: ოქროყანაში, წავკისში, შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, ასევე, წყნეთი-თბილისისა და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზებზე, სოფელ ახალდაბასა და ბეთანიაში. საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა […]

სს “ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის სტიპენდიების გადახდას განაგრძობს

პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტრობის მიმართულების 20 წარმატებულ სტუდენტთან სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება. კომპანია მათ სწავლის პერიოდში სტიპენდიას გადაუხდის. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს კომპანიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ბოლოს კი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.