Mastercard-სა და “ლიბერთის” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა. პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და […]

საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის მოლაპარაკებებში – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს. მათივე განცხადებით, საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის ემზადება. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, […]

ონკოპაციენტები 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ – დაანონსდა აქცია

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 26 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, ისინი საქართველოს მთავრობისგან მკურნალობის სრულიად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის – წლიურად 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნას მოითხოვენ. ამასთან ერთად, ონკოპაციენტების მოთხოვნებს შორის არის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა. ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის წევრებმა პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში […]

არ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე – სომეხი დეპუტატი

სომხეთის მმართველი პარტიის სამოქალაქო თანხმობის დეპუტატი გაგიკ მელკონიანი აცხადებს, რომ “არ აინტერესებთ” როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე. “თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა? ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ან არ ექნება, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვზრუნავთ, მხოლოდ […]

“ძვირფასო ჟურნალისტებო, მესმის ხელფასის და შემოსავლის ამბავი, თუმცა…” – ანა დოლიძე

ძვირფასო ჟურნალისტებო, დამოუკიდებელი არხების, ბევრ თქვენთაგანს ბევრი წელია პატივს ვცემ პირადად და პატივს ვცემ თქვენს მუშაობას და საქმეს. მესმის ხელფასის და შემოსავლის ამბავი და იმის, რომ ყველა ტელევიზიას ჰყავს დამფინანსებელი, რომელსაც შეიძლება აქვს პარტიული ინტერესი. თუმცა, ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს იქნება გადარჩენის და არგადარჩენის არჩევნები. ამ დროს თუ ყველა ფასად ეცდებით რომ […]

გერმანიაში 30-წლიანი ძებნის შემდეგ, წითელი არმიის ფრაქციის ყოფილი წევრი დააკავეს

გერმანიაში დაშლილი მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფების წითელი არმიის ფრაქციის ყოფილი წევრი 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 65 წლის დანიელა კლეტეს დაკავება გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფერდენის პროკურატურამ დაადასტურა, თუმცა, დამატებითი დეტალების გავრცელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. კლეტე წითელი არმიის ფრაქციის იმ სამი ყოფილი წევრიდან ერთ-ერთია, რომელებსაც გერმანელი სამართალდამცველები ათწლეულებია ეძებენ. დანიელა კლეტე, ერნსტ-ფოლკერ შტაუბი და ბურკჰარდ […]

“NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას” – სლოვაკეთის პრემიერი

26 თებერვალს, პარიზში უკრაინსი ომთან დაკავშირებულ კონფერენციამდე სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ თქვა, რომ NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავს. პრორუსული განწყობებით ცნობილი ფიცოს თქმით, ამაზე საუბარია “აკრძალულ დოკუმენტში”, რომლის განხილვასაც პარიზის კონფერენციაზე აპირებდნენ. მისი თქმით, დოკუმენტში აღწერილი საკითხები “შემაძრწუნებელია”. “NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ორმხრივ საფუძველზე… არ […]

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი შესაძლოა განქორწინდნენ” – რას წერს მედია წყვილის ურთიერთობის შესახებ – Marao

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი შესაძლოა განქორწინდნენ” – რას წერს მედია წყვილის ურთიერთობის შესახებ – Marao ინტერნეტში დიდი ხანია განიხილება, რომ ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ურთიერთობა იდეალურისგან საკმაოდ შორსაა. ცნობილი გახდა, რომ ბენი უკმაყოფილოა ჯენიფერის ახალი დოკუმენტური ფილმით “The Greatest Love Story Never Told”, სადაც ლოპესმა გადაწყვიტა მათი სიყვარულის ისტორია მაყურებლისთვის გაეზიარებინა. ბენი ამ […]

ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. 28 თებერვალს გუნდები ერთმანეთს მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე გამართა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნინო პასიკაშვილმა გააკეთეს. საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის […]

ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა

ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მუდმივ სპეკულაციას. მათი მიზანია, სასამართლო ხელისუფლება რამენაირად ისევ პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ და პოლიტიკური გადაწყვეტილების მძევალი გახდეს, ვინ დარჩება და ვინ არ იქნება მოსამართლე, ეს მექანიზმი შემოგვთავაზონ. ადრე ამას მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულად ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და […]