ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერის შემოწმებას გეგმავს

ანტიკორუფციული ბიურო დამატებით პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დასაბუთებული განცხადებით მომართვის საფუძველზე, ბიუროს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ: · თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი · სალომე სამადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი · გელა მიქაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი · ალექსანდრე მოწერელია, […]

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს – მედია

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი ვასილი დუბკოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ რუსულ მედიებზე დაყრნობით ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები წერენ, ადვოკატს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება. დუბკოვი ალექსეი ნავალნის იცავდა. გასულ კვირას ადვოკატი თან ახლდა ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სალეხარდში, როდესაც მან მოითხოვა შვილის ცხედრის დაბრუნება. 15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი […]

პროფკავშირის ცნობით, “ავთანდილიდან” კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაათავისუფლეს, კომპანიაში უარყოფენ

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ განცხადებით, სასამართლომ შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეს” ყოფილი კონსულტანტისთვის განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა სამსახურიდან გათავისუფლების გამო. პროფკავშირების განცხადებით, ა.კ. დიზაინერის მაღაზიაში კონსულტანტად იყო დასაქმებული და ფიქრობდა, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილზე ვერ გამოცხადება იყო, თუმცა როგორც მისი ადვოკატი სერგო მახარაძე აცხადებს, მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, […]

2023 წელს აშშ მსოფლიოში ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი გახდა

2023 წელს აშშ მსოფლიოში ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი გახდა აშშ-ს, რომელიც 2015 წლამდე ბუნებრივი აირის (LNG) გლობალურ ექსპორტში არ მონაწილეობდა, 2023 წელს ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერი გახდა. 2016 წელს აშშ-ს წილი იყო 1%, 2017 წელს 5%, 2018 წელს – 7%, 2019 წელს – 10%, 2020 წელს – 13%, 2021 წელს – 18%, ხოლო 2022 წელს […]

საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის – საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ. საქართველოს პირველმა არხმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით […]

ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში გაიაშვილის კომპანია სასტუმროსა და კაზინოს მოაწყობს

რუსთაველის გამზირის N12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში სავაჭრო სივრცე, სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. შენობა შპს “მარილი 2020-ს” ეკუთვნის, რომლის 100%-იანი მფლობელი ჯორჯიან ეარვესის დირექტორი, თამაზ გაიაშვილია. პროექტს არქიტექტურის სამსახურის თანხმობა უკვე აქვს. შენობა 3493 კვადრატული მეტრიის მიწის ნაკვეთს დაიკავებს. განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობას 10 სართული ექნება, საიდანაც 3 მიწისქვეშ განთავსდება. მიწისქვეშ მდებარე სართულებზე მოეწყობა საპარკინგე სივრცე […]

“დაზოგეთ დენი” – მესტიის მერია მოსახლეობას

გადაჭარბებული მოხმარების გამო, მესტიის მერია მოსახლეობას დენის დაზოგვისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერია: დაბა მესტიის ცენტრის ნაწილის მცხოვრებთა საყურადღებოდ !‼️ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დაბა მესტიის N212154 ტრანსფორმატორზე კატასტროფულად გაზრდილი ტვირთის გამო საშიშროება გვაქვს ტრანსფორმატორი კვლავ გადაიწვას. აღნიშნული ტრანსფორმატორი, რომელიც დაერთებულია ეგხ “ფიდერი – ჰაწვალი 1”-ზე, ფარავს დაბა მესტიის […]

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის თქმით, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება, მოლაპარაკებების მთავარი თემა კი მშვიდობის ფორმულა იქნება. “გასულ წელს ჯიდაში, მრჩეველთა დონეზე ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ ახლა პირველ მშვიდობის სამიტს ვუახლოვდებით და საუდის არაბეთის აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მეორე თემა ტყვეებისა და დეპორტირებულთა […]

ევროპელი პირველი დიპლომატები: უკრაინაში ომი ამ თაობის პოლიტიკოსთა უმთავრესი გამოწვევაა

“დღე, როდესაც დავიწყებთ გამარჯვებას, არის დღე, როდესაც შევწყვეტთ შიშს”, – ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლანდსბერგისი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში. ლანდსბერგისი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრო და სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, უკრაინის პირველ დიპლომატს, დმიტრო კულებასაც შეხვდა. ლანდსბერგისი 2 წლის წინანდელ 24 თებერვლის დილას იხსენებს და ამბობს, რომ იმ დღეს მსოფლიოს „გუშინდელი აღქმა“ დასრულდა და […]

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და […]