Gazzetta dello Sport: ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, კვარაცხელია “ნაპოლიდან” წავა

Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, “ნაპოლის” სავარაუდოდ, წამყვან ფეხბურთელებთან შელევა მოუწევს. წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ “პარტენოპეიდან” ვიქტორ ოსიმენი აიბარგებს და ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერგასვლის შემთხვევაში ერთგვარი ფინანსური შვებაც იქნება. აურელიო დე ლაურენტისის გუნდმა გასული სეზონი 80 მილიონიანი მოგებით დახურა და ამ სეზონამდე გაცილებით კარგ მდგომარეობაში […]

შალვა პაპუაშვილი ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე – ნახეთ დღეს სად არის, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომელია – ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია

გუშინ ვუსმენდი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის კომენტარს, რომ რა მოხდა, შეცდომა იყო და ვაღიარებთ შეცდომასო. ჯერ ერთი, ტყუილია. ისიც რომ დავუშვათ, არ იყო გაყალბებული, მათ თავისივე ნათქვამით რამდენიმე დღეში დაადგინეს და ერთი თვე იტყუებოდნენ, რომ შედეგები იყო სწორი. მეორე, ამბობენ რომ გადადგა ხელმძღვანელი და ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობა მოვიხსენითო. ჯერ ერთი, ნახეთ ის ხელმძღვანელი დღეს სად არის, […]

ირაკლი ქადაგიშვილი – მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ჩვენი მონაწილეობის განახლებამ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, რომლის მუშაობაშიც ცნობილი მოვლენების შემდეგ მონაწილეობას არ ვიღებდით, ჩვენი მონაწილეობის განახლებამ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა – საქართველო ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია და მასში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც როგორც აღნიშნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანგარიში წარადგინა. როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, […]

მამის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილის მიმართ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო

მამის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილის მიმართ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ნატროშვილმა განუცხადა. როგორც ცნობილია, ბრალდებული ფარულ ჩანაწერში დანაშაულს აღიარებს და მკვლელობის მოტივზეც საუბრობს. აღნიშნული ჩანაწერის კანონიერება დაცვის მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ის უკანონოა და იქამდეა განხორციელებული, ვიდრე ბრალდებულს […]

შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნიდან, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გარედანაც, როცა ნიკა გვარამიას ჟურნალისტად წარმოგვიდგენდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეეწყალებინა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დაცინვა იყო, როდესაც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა. „ქართველმა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნიდან, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გარედანაც, როდესაც ნიკა გვარამიას ჟურნალისტად […]

ნანა ტოხვაძის განცხადებით, დირექტორების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა და ბუნდოვანებაა, რომელიც უნდა იქნას განმარტებული გიორგი ამილახვარის მხრიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, 29 თებერვალს სრულდება დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები და ამ მნიშვნელოვან პროცესში არსებობს კითხვები მინისტრის მისამართით. ტოხვაძემ განათლების სამინისტროში, მინისტრ გიორგი ამილახვარის სახელზე განცხადება შეიტანა. მისი თქმით, დირექტორების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა და ბუნდოვანება არსებობს, რომელიც უნდა იქნას განმარტებული, გიორგი ამილახვარის მხრიდან. „29 თებერვალს, დირექტორობის მსურველ კანდიდატთა […]

ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ამ ეტაპზე დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების 70%-ზე მეტი არის შექმნილი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ამ ეტაპზე დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების 70%-ზე მეტი არის შექმნილი. მისივე თქმით, გარკვეული „რთული მონაკვეთებია დარჩენილი“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჯერჯერობით პროცესების დასრულება ვერ ხდება. „რაც შეეხება „ბასლაინების“ საკითხს, დღეის მდგომარეობით იცით, რომ დაახლოებით 70%-ზე მეტი არის დახაზული […]

უკრაინისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგლი ჰასანი ავრცელებს. „მე ჩემს კოლეგას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისა“ და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის ქვეყნის აღდგენისას ჩვენი მზადყოფნა, დავუდასტურე“, – განაცხადა იგლი ჰასანმა. იგლი ჰასანმა აღნიშნა, […]

“ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები – ამას მოჰყვა 2003 წელს რევოლუცია” – გიგი უგულავა

პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა. ვინც გადალახავს; ბ. ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, რათა ბე – მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს მიენიჭა, რათა ეს ხელისუფლება კიდევ უფრო რუსეთისკენ […]

“აბა, თავის თავს ხომ არ შეამოწმებს ახლა კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია?” – გიორგი ვაშაძე

“ტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ოპოზიციის წევრების შემოწმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს: აბა, თავის თავს ხომ არ შეამოწმებს ახლა კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია? თავიდან ბოლომდე კორუფციაში არიან და ეს არის მთელი შინაარსი მათი მოქმედების. ისინი გამოდიან მხოლოდ ივანიშვილის და საკუთარი ჯიბის ინტერესიდან და არა ხალხის ინტერესიდან, – ამბობს ვაშაძე. ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი […]