საზონოვის მორიგი შანსი შესაძლებლობების დასამტკიცებლად – “ტორინოს” ჯერ ლოვატოც ვერ დაუბრუნდება

calciomercato წერს, რომ “რომასთან” სერია A-ს გასულ ტურში დაშავებული მატეო ლოვატო დღეს დამატებით შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის ხარისხი საბოლოოდ დადასტურდება. წინასწარი ვარაუდით, “სალერინტანადან” ნათხოვარ მცველს რამდენიმე კვირა გაუცდება, რაც ქართველი საბა საზონოვისთვის კიდევ ერთი შანსია. მოგეხსენებათ, ტურინელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალესანდრო ბონჯორნო უკვე დაშავებული ჰყავთ, ახლა ამას ლოვატოს ტრავმაც დაემატა და შესაბამისად, დიდი […]

ლილოს დასახლებაში ქალი მოკლეს

ლილოს დასახლებაში ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კაცს, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლი მოკლა. გამოძიება მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გენდერული ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაციით. ბოლნისში 2023 წლის 26 სექტემბერს მომხდარ დანაშაულზე დამდგარი განაჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურმა: “ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნიადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები […]

პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნებში ჩარევის ერთადერთი წყარო “არ არის რუსეთი”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნებში ჩარევის ერთადერთი წყარო არ არის მხოლოდ რუსეთი. სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და “ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება”. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ […]

ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, სესილი ჩიქავას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი სესილი ჩიქავა 6 თვეა, იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს. წელს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, მას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა. გაცვლითი პროგრამით სესილი იაპონურ ენას ეუფლება. გარდა ამისა, იგი ასევე შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა შორეული აღმოსავლეთის ისტორია, რელიგია და კულტურა. ცუკუბას უნივერსიტეტი იაპონიაში სიდიდით მეორეა და აგრეთვე საუკეთესო […]

შალვა ძნელაძის მუზეუმში აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიმართება

შალვა ძნელაძის მუზეუმში აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიმართება 2 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, 15.00 – 20.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმში, აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ეკა უფლისაშვილის მფლობელობაში არსებული აზიელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილეობენ: რამის აბილმაჟინოვი (დიდი კოლექცია), ირმა კუხიანიძე, ნინო ფერაძე, ნიკო ხერკელაძე, ლევან […]

კახა კალაძე ბიზნეს სექტორს მოუწოდებს დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მოერგონ

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია შედგა. „აღნიშნული რეფორმა გასულ წელს დავიწყეთ და ამ პერიოდში ბიზნესასოციაციაში, სხვადასხვა […]

Pepperboy – პანაზიური სამზარეულოს და მიქსოლოგიის ჰაბი თბილისში, თიბისისთან პარტნიორობით გაფართოებას გეგმავს

აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია – სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე – უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა, თბილისში იოლად შეიძლება, თუმცა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი […]

ნავალნის 1 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსის დაკრძალვა მოსკოვში, 1 მარტს გაიმართება. იარმიშის ინფორმაციით, პანაშვიდი მოსკოვში, მარინოს რაიონში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება. ალექსეი ნავალნის მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში […]

კალაძე: თუ ტაქსის ნებართვას 1 აპრილამდე არ გაააქტიურებთ, გაუქმდება და ვეღარ აღადგენთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. დედაქალაქის მერის თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ: „გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. […]