ახალმა ზელანდიამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ახალი ზელანდიის მთავრობამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აძლიერებს აზრს, რომ ვეღარ განვასხვავებთ „ჰამასის“ სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს“, – განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პეტერსმა. მისი თქმით, „საზარელ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ ორგანიზაციას ეკისრება“. ახალი ზელანდიის მთავრობის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ქვეყანაში „ჰამასის“ ნებისმიერი აქტივი გაიყინება და […]
უკრაინამ დაადასტურა სპეცდანიშნულების ძალების მებრძოლთა დაღუპვა

უკრაინის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ სპეცოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები. დღეს, 29 თებერვალს სპეცდანიშნულების ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეომრები დაიღუპნენ სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ძირითადი ძალების უკან გასვლის უზრუნველყოფისას. რამდენი მებრძოლი დაიღუპა და სად, დაკონკრეტებული არ არის. მანამდე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ […]
აშშ-ის კონგრესმა მთავრობის ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიაღწიეს შეთანხმებას მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. კონგრესის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტს ამ კვირაში უყრიან კენჭს. „ვთანხმდებით, რომ კონგრესმა უნდა იმუშაოს ორპარტიული წესით ჩვენი მთავრობის დასაფინანსებლად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ლიდერების განმარტებით, მომლაპარაკებლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის წლიურ […]
ტრამპის იმუნიტეტის საკითხს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა განიხილოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სარჩელი, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაცვას ეხება. განხილვა 22 აპრილს დაიწყება. ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც თებერვლის დასაწყისში, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ სარგებლობს იმუნიტეტით სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე უკანონო გავლენის მცდელობას და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში დიღმი, ვეძისი, დიდგორი, თელოვანი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ვაზიანი […]
Apple-მა უპილოტო ელექტრომობილების წარმოება გადაიფიქრა

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად პროექტზე ათწლიანი მუშაობისა, Apple-მა ელექტრომობილების წარმოება გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ელექტრომობილების პროექტზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე 2 000-მდე ადამიანი მუშაობდა. BBC-ს ცნობით, პროექტში დასაქმებული ადამიანები Apple-ის ხელოვნური ინტელექტის დივიზიას შეუერთდებიან. The Apple Car Team კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ ქუკის პროექტში, “განსაკუთრებული პროექტების გუნდის” სახელით იყო […]
მიჩ მაკკონელი სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს ტოვებს

ამერიკელი სენატორის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, წლის ბოლოს აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს. მიჩ მაკკონელის თანაშემწეებმა განმარტეს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. „ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნიჭი არის იმის ცოდნა, თუ როდის არის ცხოვრების შემდეგ თავზე გადასვლის დროს. ამიტომ, მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, რათა ვთქვა, რომ ეს იქნება ჩემი […]
კირილ ბუდანოვი – რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს

რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. “ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. […]
ანა ფოტიგა – მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია, არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უნდა დაბრუნდნენ საქართველოს. ევროპარლამენტმა მიიღო […]
ფოტიგას თქმით, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში საქართველოს მხარდასაჭერი ორი ცვლილება შეიტანა

ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერად რეზოლუციაში ორი ცვლილება შეიტანეს, ერთ-ერთი კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება. “მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და მტერია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდნენ. დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად ჩემი ორი ცვლილება მიიღო”, – წერს ფოტიგა. […]