კალცონა მომდევნო სეზონშიც “ნაპოლიში”? – რას ამბობენ იტალიაში “პარტენოპეის” ახალი მწვრთნელის მომავალზე

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, იტალიაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ თუ “პარტენოპეიმ” კარგი სვლა გააგრძელა, შესაძლებელია მომდევნო სეზონშიც მწვრთნელი კვლავ კალცონა იყოს. ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში განაცხადა: “ყველამ კარგად დავინახეთ, რომ “ნაპოლიმ” კვლავ წინ სირბილი დაიწყო და შემტევ ფაზაში ბევრი ფეხბურთელი […]

ნარიყალას რეაბილიტაცია იწყება – დაიხურება თუ არა ტურისტებისთვის ტერიტორია?

ნარიყალას რეაბილიტაცია იწყება. თებერვლის დასაწყისში გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „ინსმა“ გაიმარჯვა, შესაბამის ხელშეკრულებას თბილისის განვითარების ფონდთან ხელი გუშინ მოეწერა. როგორც კომპანიის დირექტორმა ზვიად თოიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, პროექტი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაცია, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობა და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟი. პროექტის ბიუჯეტი 13 162 […]

პუტინი ევრაზიის უსაფრთხოების ახალი კონტურის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევრაზიის უსაფრთხოების ახალი კონტურის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი სიტყვებით, აშშ-მა და მისმა „სატელიტებმა“ ევრაზიის უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად ჩამოშალეს. „ეს ქმნის რისკს ყველასთვის. აშკარაა, აუცილებელია მუშაობა ევრაზიაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების ახალი კონტურის ფორმირებაზე”, – განაცხადა პუტინმა დღეს, 29 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას. მისი თქმით, ამ თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან და […]

საცხოვრებელი ფართები თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა. საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. „დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 40 ოჯახს გადავეცით. მინდა, […]

ბარსას და NIKE-ის თანამშრომლობა სრულდება? – Puma მზადაა წელიწადში €200 მილიონი გადაიხადოს

ბარსელონასა და Nike-ის 20 წლიანი ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს. The Goal-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული ამჟამინდელი კონტრაქტით უკმაყოფილოა, რის გამოც შეიძლება ეს თანამშრომლობა შეწყდეს. კატალონიურმა გუნდა ახალი ტექნიკური სპონსორიც შეარჩია. ბარსელონა მოლაპარაკებებს Puma-სთან აწარმოებს. საუბარია 200 მილიონ ევროზე, თუმცა მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე კომუნიკაცია საკმაოდ გაიწელა: გერმანული მწარმოებელი ფირმა ფიქრობს, რომ ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი […]

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთის ქვეყნებს დაავიწყდათ, რა არის ომი და მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი მულტფილმია – შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან

ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა. „მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება“, – აღნიშნა პუტინმა. მისი […]

“არის! მადლობა ერთობისთვის! – ველოდებით მთავრობის რეაგირებას!” – პეტიცია წალენჯიხიდან

არის! 24 საათიც არაა გასული და პეტიციას 1007- მა მოქალაქემ მოაწერა ხელი! ეს იმას ნიშნავს, რომ წალენჯიხისთვის, როგორც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ჩვენ, რეგიონის მაცხოვრებლებს არ გვაქვს წვდომა რიგ სამედიცინო სერვისებზე. არ არის სამშობიარო გინეკოლოგი რადიოლოგი ტრავმატოლოგი… რაბიოლოგი, ბავშვთა ქირურგი! მივმართავთ საქართველოს მთავრობას თხოვნით გაითვალისწინოს ხალხის ნება და ჯანდაცვის სამინისტროს დაავალოს სამედიცინო […]

სარჯველაძე ზურაბიშვილზე: ჩანს, აპირებს სააკაშვილი შეიწყალოს, უბრალოდ მყარი საყრდენი სჭირდება

· 76 · · ცდილობენ, რომ პლაცდარმი მოუმზადონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. მდგომარეობა დაახლოებით ასეთია: პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ დახუჭობანას თამაშის დროს, უკვე რომ გაშიფრულია ეს გეგმა და ის რომ მაინც ცდილობს, არ გამოვიდეს სამალავიდან, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ახლა ზურაბიშვილი. როდესაც რეალურად, საქართველოში ყველამ იცის, რომ როგორც ჩანს, […]

ბიტკოინის ფასმა $62 000-ს გადააჭარბა

პირველად 2021 წლის 20 ნოემბრის შემდეგ ბიტკოინის ფასმა $62 000-ს გადააჭარბა. თბილისის დროით 14:25 საათისთვის ბიტკოინის ფასი 62 329 დოლარი იყო. ამას coindesk-ის მონაცემები მოწმობს. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. Bloomberg წერს, რომ […]

კიდევ ორმა მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

ამერიკული IT კომპანია Veeam Software-ის დამფუძნებლებმა ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ წერს ჟურნალი „ფორბსი“, რომლის რეიტინგით, ორივე ბიზნესმენი 2017 წლიდან 2021 წლამდე შედიოდა “რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის” სიაში. გამოცემის ცნობით, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კვიპროსის მოქალაქეობას, მაგრამ თავად დიდი ხანია დატოვეს რუსეთი – ბარონოვი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტიმაშევი – აშშ-ში. […]