“არის! მადლობა ერთობისთვის! – ველოდებით მთავრობის რეაგირებას!” – პეტიცია წალენჯიხიდან

არის! 24 საათიც არაა გასული და პეტიციას 1007- მა მოქალაქემ მოაწერა ხელი! ეს იმას ნიშნავს, რომ წალენჯიხისთვის, როგორც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ჩვენ, რეგიონის მაცხოვრებლებს არ გვაქვს წვდომა რიგ სამედიცინო სერვისებზე. არ არის სამშობიარო გინეკოლოგი რადიოლოგი ტრავმატოლოგი… რაბიოლოგი, ბავშვთა ქირურგი! მივმართავთ საქართველოს მთავრობას თხოვნით გაითვალისწინოს ხალხის ნება და ჯანდაცვის სამინისტროს დაავალოს სამედიცინო პერსონალთან ერთად უზრუნველყოს წალენჯიხაში რეანომობილის გადაცემა! მადლობა მეგობრებო ერთობისთვის! პ..ს ველოდებით მთავრობის რეაგირებას

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს