ლევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რა ურჩევნია: მიიღოს ივანიშვილის პენსია, თუ დარჩეს ევროპულ ლიდერად – სწორედ მიხეილ სააკაშვილია ოპოზიციის ლიდერი, აბა ვინ არის ლიდერი? ხაზარაძე თუ გახარია?

სალომე ზურაბიშვილი ერიდება გადაწყვეტილების მიღებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან უნდა იცოდეს, რა ურჩევნია: უნდა, რომ ივანიშვილისგან პენსია მიიღოს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, თუ დარჩეს ამ ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურად, ევროპული ტიპის ლიდერად , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოს მეთაურის პრეტენზია […]

პროკურორი – მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს საკუთრებად მიაჩნდა – გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე, ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია

ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა სიცოცხლის დროინდელია. პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულს მოკლული ქეთევან ჯავახიშვილი საკუთრებად მიაჩნდა. “ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია. ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა […]

მამუკა მდინარაძე – ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ

არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის […]

არ მგონია, რომ უნებართვო sms-რეკლამის შეზღუდვა გაყიდვებს კატასტროფულად შეამცირებს – „მეგასპორტი“

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელ დავით ჩხეიძეს არ ჰგონია, რომ უნებართვო სარეკლამო sms-ების შეზღუდვა გაყიდვებს კატასტროფულად შეამცირებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. საქმე ის არის, რომ ხვალიდან, 1-ელი მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც მომხმარებლის ნებართვის გარეშე, როგორც მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ […]

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამგზავრო ავტობუსით 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროს ნაკეთობები […]

სინგაპურს ყველა ფრენაზე მწვანე გადასახადის შემოღება სურს

სინგაპურმა გამოაცხადა, რომ გეგმავს გარემოსდაცვითი გადასახადის შემოღებას ყველა საჰაერო მოგზაურობისთვის, რაც სავარაუდოდ აზარალებს რიგითი მოგზაურის ჯიბეს. ამის შესახებ ქალაქ-სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა ინდუსტრიის სამიტზე განაცხადა. 2026 წლისთვის, სინგაპურიდან აფრენილი ყველა რეისი სავარაუდოდ გამოიყენებს მინიმუმ 1% მდგრად საავიაციო საწვავს (SAF), რომელიც 2030 წლისთვის 3-5%-მდე გაიზრდება. ევროპული გადამზიდავებისგან განსხვავებით, რომლებიც თავად წყვეტენ გადაახდევინონ თუ არა SAF ხარჯები მგზავრებს, […]

იტალიური მედია: კვარაცხელიას გასულ სეზონზე მეტი გოლის გატანა შეუძლია – უფრთხილდით “ოსი-კვარას” დუეტს

“ნაპოლის” მიერ “სასუოლოს” განადგურებას და ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის ქართველის მიმართ პირველ რიგში საქებარი სიტყვები “კორიერე დელო სპორტმა” არ დაიშურა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელია ამჯერად არ შეცვალეს, მიმდინარე ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და იმაზე მეტჯერ შეუძლია მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ვიდრე გასულ საჩემპიონო სეზონში, როდესაც მის ანგარიშზე თორმეტი გოლი იყო. “მიუხედავად […]

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა. როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს. მისი თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია. მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი […]

ევროპის პარლამენტმა პუტინს დააკისრა ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა

ევროპის პარლამენტმა ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მასში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილს ეწოდება „მკვლელობა“, რომლისთვისაც „სისხლის სამართლისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება. 547 დეპუტატიდან რეზოლუციას 506-მა დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მოითხოვა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ რუსეთის ყველა პოლიტპატიმარი. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ათობით მათგანი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში პოლიტიკურ სისტემას […]

The Insider: რუსეთში ძებნილი პირი თბილისიდან გაიტაცეს და უკან დააბრუნეს

გამოცემა The Insider წერს, რომ ქალაქ ნიჟნევარტოვსკის მცხოვრები ილკინა მელიკოვი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში გაიქცა, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში ძალის გამოყენებით დააბრუნეს. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მას აიძულეს ხელი მოწერა დოკუმენტებისთვის, თითქოს ნებაყოფლობით გადალახა საზღვარი. ამის შესახებ მელიკოვმა, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, გამოცემა “ვოტ ტაკს” მოუყვა. მელიკოვი ამბობს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობლმა უცნობმა […]