“59 ჭრილობა ჰქონდა” – 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა მიიღო. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხაძის თქმით, მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული. მისივე ცნობით, ბრალდებული ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. “ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყოველ ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია. […]

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შესაძლოა, არჩევნებზე მოახდინოს გავლენა

რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს და შეიძლება არჩევნებზე მოახდინოს გავლენა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა. პოპშოიმ აღნიშნა, რომ 2024 წელს რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმამდე. “რა თქმა უნდა, მოლდოვა რუსეთის სამიზნეში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, და ევროპული ინტეგრაციის […]

მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მონაწილეობა მიიღო

მიხეილ სარჯველაძემ, პერსონალურ მონაცემთა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მიიღო მონაწილეობა. როგორც […]

ხაზარაძე: მე რომ პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად შევიწყალებდი სააკაშვილს

ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია… ჰუმანური აქტია საერთოდ შეწყალება. იგი არის უკრაინის მოქალაქე, მან უკვე გაატარა რაღაცა პერიოდი საპყრობილეში, აქედან გამომდინარე, ალბათ, თვითონ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას… მე [რომ ვიყო პრეზიდენტი] აუცილებლად შევიწყალებდი იმიტომ, რომ ჩემთვის ქვეყნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველ საღამოს ქართული ოცნების ეს პიარ-ამბები, რომლითაც გადააქვს მთავარი პრობლემიდან ამ პრობლემაზე საკითხი. ამიტომ, უნდა აწონო, […]

მარნეულში მზის ელექტროსადგური აშენდება, ინვესტიცია $40 მილიონია – გიორგი აბრამიშვილი

მარნეულში მზის ელექტროსადგური აშენდება, ინვესტიცია $40 მილიონია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია. პროექტი CFD მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული პირველი აუქციონის გამარჯვებულია. “პროექტი კარგი ტემპით ვითარდება. კვლევები საბოლოო ეტაპზეა და მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში ვართ. დიდი შანსია, […]

სომხეთის პარლამენტის სპიკერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე უნდა დავფიქრდეთ

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ რუსეთი მათ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ეხმარება და ევროკავაშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე უნდა დაფიქრდნენ. “ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ფიქრი გვჭირდება, მაგრამ აჩქარება არ მსურს, რადგან სახელმწიფოების შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობები არ არის კარგი. […] მეორე მხრივ, არ მსურს, რომ ისე გამოვიდეს, თითქოს რაიმე ცალმხრივი ნაბიჯი გადავდგით”. – თქვა სიმონიანმა. […]

„ის, რომ რაიმე ნაწარმოები საჯაროდ ხელმისაწვდომია, არ ნიშნავს, რომ მასზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება“- ზურაბ ბეჟაშვილი

რას გულისხმობს საავტორო უფლებები, როგორია ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობა, ვის შეუძლია მოითხოვოს საავტორო უფლებების დაცვა და ვინ არის ის სუბიექტი, ვინც საავტორო უფლებები უნდა დაიცვას – ამ თემებზე რადიო „კომერსანტში’“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ისაუბრეს. როგორც გადაცემის სტუმარმა, ბეჟაშვილის იურიდიული ფირმის მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ბეჟაშვილმა განმარტა, ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, გახშირდა საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტები. „საავტორო […]

ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ

„არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა […]

ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90% – თამთა მეგრელიშვილი

“რაც ახლა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა – LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ მეგრელიშვილის თქმით, ეს იქნება […]

ხაზარაძე: გირჩს ვურჩევ – მოწევას შეეშვით, საფერავი დალიეთ, გაიარეთ, რა, ვის რაში სჭირდებით

ერთი მხრივ, ოცნება გვირტყამს, მეორე მხრივ, სინქრონში გირჩი, რომელსაც ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ, გაკრეჭილები დადიან… შეეშვით ასეთ რაღაცებს, ესეთ ბანერების გამოდებას, რაღაცას, ვითომ თქვენი მოფიქრებულია ამნისტიის კანონი. ეს ის ხალხია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას აკეთებდა, მთელი ქვეყანა მარიხუანას პლანტაციად უნდა გადაექციათ. დაგვავიწყდა ეს ყველაფერი? ეს ის ხალხია, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უთხრა, რელიგია შეიცვალე […]