საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – Freedom House

Freedom House-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა, 100-დან 58 ქულით. Freedom House-მა საქართველოს, 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი – 60-დან 36. ვრცელი ანგარიში საქართველოს შესახებ ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 22.5%–ით გაიზარდა

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9 პროცენტით მეტია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პროფესორ-მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023/2024 სასწავლო წელს.
პრემიერ-მინისტრი – რესპუბლიკური საავადმყოფოს მსგავსი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს და უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს – როცა დარგის სპეციალისტები ასაბუთებენ, რომ უკეთესად გაკეთება შეიძლება, საჭიროა გათვალისწინება

ზუსტად ამ [ჯანდაცვის] სექტორში არაერთი თხოვნა იყო, რომ კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს პრემიერთან ჰქონოდათ შეხვედრა – ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს და უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს. აქ დავინახე პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როდესაც საქმე […]
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ფართო კონსულტაციების, მათ შორის „ქართული ოცნების“ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილთან მსჯელობის საფუძველზე გადაწყდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საკითხი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან განიხილება. „ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ […]
“არ მჯერა, რომ პოლმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა” – დეშამმა პოგბაზე ისაუბრა

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა დოპინგის მიღებისთვის ფეხბურთს 4 წლით ჩამოაშორეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ პოლმა დოპინგი განზრახ მიიღო. “დაუჯერებელია, რომ პოლმა ეს მიზანიმართულად გააკეთა. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება. ძალიან დამწუხრებული ვარ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან ბევრი […]
პრემიერი ზურაბ აზარაშვილის გადადგომაზე – ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით – თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით. „მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა […]
„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 358.5 ათასი მგზავრია გადაყვანილი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება

2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს. 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. […]
„საქსტატი“ – 2023 წლის ბოლოსათვის, საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2 401.3 კმ-ს შეადგენდა – ამავე პერიოდში გადაყვანილია 2 283.3 ათასი მგზავრი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 42.3%-ით აღემატება

საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2023 წლის ბოლოსათვის 2 401.3 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 939.2 კილომეტრი, რომლის 42.7 პროცენტი მთავარი ხაზების სიგრძეა, 30.1 პროცენტი – განშტოებების სიგრძე, 24.3 პროცენტი სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9 პროცენტი – მისასვლელი ლიანდაგები. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, რკინიგზის ხაზების […]
2023 წელს სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“ 13 000-ზე მეტი ზარი შევიდა

სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ნომერზე – 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ განუცხადა, მოქალაქეებს ძირითადად, ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, პატიმრების უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია აინტერესებდათ. სრულად წაიკითხეთ აქ.
რა ქონებით დატოვა თანამდებობა ზურაბ აზარაშვილმა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ქონებით ტოვებს ზურაბ აზარაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მის მიერ, გასული წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილის საკუთრებაში არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ზურაბ აზარაშვილს “საქართველოს ბანკის“ მიმდინარე […]