რუნი: “მანჩესტერ იუნაიტედს” ან “ევერტონს” სიამოვნებით გავწრთნიდი

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ დღეს “მანჩესტერ იუნაიტედს” ან “ევერტონს” სიამოვნებით გაწვრთნიდა. “ჩემი მიზანი ერთ დღეს “მანჩესტერ იუნაიტედის” ან “ევერტონის” გაწვრთნაა, თუმცა აქამდე გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო. სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება მსურს. ის, რაც “ბირმინგემში” მოხდა, სასიამოვნო არ ყოფილა, მაგრამ მე მებრძოლი ვარ. სამსახურიდან გათავისუფლება კი მწვრთნელობის ნაწილია”, – განაცხადა რუნიმ. […]
,,რამდენ ხნიანი უნდა იყოს სწავლა ბაკალავრსა და მაგისტრატურაზე?“ – რას წერს არჩილ გამზარდია

განათლების მინისტრის განცხადებას, ლექტორი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში ეხმაურება : ,,რამდენ ხნიანი უნდა იყოს სწავლა ბაკალავრსა და მაგისტრატურაზე? – ამ კითხვის საპასუხოდ, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა შედეგებს უნდა ფლობდნენ სტუდენტები სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე, როგორც ზოგადი, ასევე დარგობრივი კომპეტენციებით, აკადემიური განათლების საჭიროებისა და უნარ-ჩვევების საჭიროებების მიხედვით. დღევანდელ უნივერსიტეტებს ბაკალავრიატის პირველ პერიოდში უწევთ […]
,, რატომ მაინც და მაინც რუსული, იქნებ ჩეხური ან ავსტრიული ან უნგრული?” – ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს: „ის რომ უკვე რადიკალური ოპოზიცია კომედიურ ჟანრში მოქმედებს, არახალია. ახლაც ასე მოხდა, იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ. დაიწყება ახლა ცენზურა, ადამიანის უფლებები და რაც მთავარია რუსული. რატომ მაინც და მაინც რუსული, იქნებ ჩეხური ან ავსტრიული ან უნგრული? იმასაც ვერ ხვდებიან, რომ რუსულმა თემამ დრო მოჭამა, […]
მიხეილ სარჯველაძე – დღეიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული

დღეიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონის პრეზენტაცია გამართეს და ამოქმედებულ სიახლეებზე ისაუბრეს. „შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დღეს, […]
მიხეილ სარჯველაძე – მსჯელობაა საჭირო, რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს და ეს როგორ დარეგულირდეს ისე, რომ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას საფრთხე არ შეექმნას

მსჯელობაა საჭირო, თუ რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს – მსჯელობის შედეგად გაირკვევა ისიც, როგორც შეიძლება ეს ყველაფერი დარეგულირდეს ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, “საკითხების დაურეგულირებლობა შეიძლება განაპირობებდეს არასწორი პროცესების განვითარებას და რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად […]
რუსეთში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ნავალნის დაკრძალვაზე მიდიოდნენ

OVD-Info-ს ცნობით, რუსმა პოლიციამ დააკავა მანქანის ოთხი მგზავრი. ისინი ქალაქ ვორონეჟიდან მოსკოვის მიმართულებით მიემგზავრბეოდნენ. მგზავრებს შორის არის პაველ სიჩევი, პრეზიდენტობის აკრძალული კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ადგილობრივი საარჩევნო ოფისის ხელმძღვანელი. ტელეგრამ არხის SOTAVision-ის ინფორმაციით, დაკავებულები მოსკოვში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდნენ. ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონია დღეს, 1 მარტს, მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში იმართება. პოლიტიკოსს დაკრძალავენ […]
რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს 2022 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე ის იყო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი. დღეიდან, 1-ლი მარტიდან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება ჯაველიძის მოადგილეს, ილია შამუგიას დაეკისრა. კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. პრემიერის […]
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ სტამბულში მიდის. მისი ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზი, ფაქტობრივად პარალიზებულია და მას არა თუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც კი არ შეუძლოა. თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზის მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილი ოჯახს მობილიზებული აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობა, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება, ოჯახს იმედი აქვს, “რომ კეთილი ადამიანები შეძლებენ, ალბათ, ჩვენ დახმარებას”. “იმედი მაქვს, […]
ყაზახეთის მოქალაქეები, დროის სარტყლის შეცვლის გამო, ერთი დღით „დაბერდნენ“

1-ლი მარტიდან ყაზახეთი UTC+5 დროის ზონაში გადავიდა, მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში UTC+6 დროის ზონა მოქმედებდა. ციფრულ დოკუმენტებში დროის ცვლილებების გამო, ყაზახეთის მოქალაქეები ერთი დღით დაბერდნენ, რადგან მათი დაბადების თარიღი შეიცვალა. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში eGov სამთავრობო სერვისების პორტალის გაუმართაობის შემდეგ: ახალ დროის სარტყელზე გადასვლის შემდეგ, ყაზახეთის მცხოვრებლები ერთი დღით „დაბერდნენ“, ციფრულ დოკუმენტებში დაბადების თარიღები […]
ბიზნესს სჭირდება ევროპულ კანონმდებლობასთან ადაპტაცია – ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BAG-ის ეგიდით გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები” განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და პრემიერსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ძირითადად ბიზნესის განწყობებზე მიაწოდა ინფორმაციას. „გვაქვს 4-5 წლის ჭრილში წარმოდგენილი ბიზნესის განწყობის ინდექსები. ეს არის ჩვენი ასოციაციის BAG ინდექსი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბიზნესის […]