Freedom House – საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ორგანიზაციის ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი – 60-დან 36. Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია […]
პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან

ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან – არ ავყვეთ „ქოცპროპაგანდას“ და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა […]
ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის უნივერსიტეტს უნგრეთის სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე უნგრეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „პალატის წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტსა და უნგრეთში არსებულ უნივერსიტეტებთან ერთობლივ კვლევითი პროექტების განხორციელებასა და გაცვლითი პროექტების შესაძლებლობებზე ისაუბრეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – შპს „ცეკურმა“, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის და მისი შვილის კომპანიაა, 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით, 306 909 196 ლარი მიიღო

შპს “ცეკურმა”, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის და მისი შვილის კომპანიაა, 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით, 306 909 196 ლარი მიიღო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, შპს “ცეკურის” ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, თითოეული შესყიდვა შეისწავლოს […]
ბონდო თედორაძე – საფეხბურთო კლუბის, „ქობულეთის შუქურას“ დაშლა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების დამსახურებაა – გუნდი ფინანსურ გარიგებებს და მაქინაციებს ემსხვერპლა

ქობულეთში, საფეხბურთო კლუბი „ქობულეთის შუქურას“ დაშლა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების გურამ ლორთქიფანიძის, გიორგი დემეტრაძის და ჯუმბერ გოგიტიძის დამსახურებაა. ფინანსურ გარიგებებს და მაქინაციებს ემსხვერპლა გუნდი, რომლის არსებობაც უმნიშვნელოვანესი იყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და დღევანდელმა ადგილობრივმა მმართველებმა, ქობულეთს ფეხბურთი წაართვეს. […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. „საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის სტრატეგიულ და ექსპერტთა დონის ვიზიტებს, სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, ასევე, სხვადასხვა პრიორიტეტული […]
გააგზავნის თუ არა ნატო თავის ჯარებს უკრაინაში? – რას წერს გიორგი თავდგირიძე

საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: გააგზავნის თუ არა ნატო თავის ჯარებს უკრაინაში? აუცილებლად. ადრე ან გვიან, მაგრამ აუცილებლად. რუსეთის მარცხის სიდიადეს ჭირდება მსოფლიო კოალიციასთან კაპიტულაცია. რუსეთის იმპერია ვერ დასრულდება თავისივე ყოფილი პროვინციის ხელით. ოქროს ურდოსგან, გერმანული პედანტობით შექმნილი და ქართული მრავალწახნაგოვანი ხლართებით რეანიმირებული რუსეთის იმპერია იმსახურებს შექსპირის დონის დრამატიზმით დასასრულს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, სასულიერო პირი სტამბულში მანქანით, მწოლიარე მდგომარეობაში გადაჰყავთ. „ახლა გადავკვეთეთ საზღვარი, სტამბულში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი […]
ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა გერმანიის აქტიურ ჩართულობას თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. „შეხვედრაზე აღინიშნა გერმანული მხარის მიერ […]
გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გახსნა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის, სახალხო დამცველის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების და […]