კარლსონი დენაციფიკაციის ნარატივზე: ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე მსმენია

ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ვლადიმირ პუტინს ინტერვიუ ჩამოართვა, სისულელე უწოდა უკრაინაში მიმდინარე ომის დენაციფიკაციის საბაბით გამართლებას. ამის შესახებ მან ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა. “მგონი, ყველაზე სულელური რამაა, რაც კი ოდესმე გამიგია. არ მესმის რას ნიშნავს. დენაციფიკაცია?… ამის დაძახება ბავშვური მგონია.” – თქვა კარლსონმა. კარლსონმა უარყოფითად შეაფასა “უკვე აღარარსებულ ბოროტ რეჟიმთან გაიგივება” […]

რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ილია შამუგია დაიკავებს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კახა კალაძე – ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ევროპარლამენტის განცხადებებს უნდა გაემიჯნოს – საგარეო ურთიერთობებს აზიანებს, როცა თეთრზე შავს გეუბნებიან

ამ ტიპის განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, დამაზიანებელია და საგარეო ურთიერთობებს აზიანებს, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძის ევროპარლამენტის მიერ ანგარიშის მიღება, რომელშიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა გაჟღერებული. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს. „ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს 80%-ზე მეტი ადამიანი ემხრობა, ეს რა თქმა […]

კახა კალაძე – პრეზიდენტის მხრიდან პატრიარქზე თავდასხმა გამაოგნებელია

„მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები კი არ არის თავდასხმა, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია გამაოგნებელი. „პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების […]

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში: „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები“. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში გადაიდგა მაკროეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ მოკლე პერიოდში შეძლო ფისკალური კონსოლიდაცია და მიღწეული შედეგებით საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ფისკალური კონსოლიდაციის მაგალითი აჩვენა. […]

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, ყოველ ხუთშაბათს, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევები 45%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, ყოველ ხუთშაბათს, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევები 45%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება. “გორმედის” სამედიცინო ცენტრის ცნობით, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსახელობისთვის ყველა სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს. „კლინიკის ინიციატივით, პაციენტებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კონსულტაციებით განახევრებულ ფასად ისარგებლონ. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ,,გორმედის“ ხაშურის ფილიალს სიახლე აქვს – […]

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რევაზ ჯაველიძე დღეიდან, 1 მარტიდან, აღარ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა. ჯაველიძე ამ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა, უფრო ადრე იყო მთავრობის საპარლამენტო მდივანი. კობახიძის გადაწყვეტილებით, დღეიდანვე ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დაიკავებს ილია შამუგია. ის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის დეპუტატობის დროს, მისი კაბინეტის უფროსად […]

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტი ხელს გვიშლის ევროკავშირისადმი 85%-იანი მხარდაჭერის შენარჩუნებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები ევროპარლამენტის „უსამართლო გადაწყვეტილებებს“ უნდა გაემიჯნონ. მან ეს კომენტარი მედიის კითხვის პასუხად გააკეთა და გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც დეპუტატ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა შესწორება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხება – დეპუტატი შესწორებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. “მე მგონია, რომ […]

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ამ ეტაპზე უცნობია. დღესვე თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

საფრანგეთის საგარეო მინისტრი – ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის – ჩვენ არ გავგზავნით ჯარს

საფრანგეთი არ გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ France Inter-ის ეთერში განაცხადა. „ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს“, – აღნიშნა სეჟურნემ. ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, „დამკვიდრებულია მკაფიო ჩარჩო: დავამარცხოთ რუსეთი მის წინააღმდეგ ომის გარეშე და ამ კონტექსტში გამორიცხული […]