მამუკა მდინარაძე – ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა, კოალიციაზე ლაპარაკობს – ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს

ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა, კოალიციაზე ლაპარაკობს – ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, როცა თეოროულად კოალიციაზეა საუბარი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება. „სალომე ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა პატრიარქზე თავდასხმით, ის […]
ლევან დავითაშვილმა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე, მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანის, […]
როგორც დეფიციტის, ისე ვალის მოცულობით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ნიშნულზეა – ლაშა ხუციშვილი

როგორც დეფიციტის, ისე ვალის მოცულობით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ნიშნულზეა – ლაშა ხუციშვილი როგორც დეფიციტის, ისე ვალის მოცულობის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება უსაფრთხო ნიშნულზე, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში გადაიდგა მაკროეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით. როგორც […]
მარიამ ქვრივიშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმება სტიმულია, რათა მოხდეს მეტი ჩინური ავიკომპანიის მოზიდვა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყო მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა აეროპორტიდან

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება ავიკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რათა ფრენების სიხშირე გაზარდონ და მეორეს მხრივ, მოხდეს მეტი ჩინური ავიკომპანიის მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყო მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და ცენტრალურ აეროპორტთან. აღნიშნულ თემაზე ქვრივიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთი […]
მამუკა მდინარაძე – უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რის ამოფარებასაც ცდილობენ, რომ შემდეგ პროპაგანდას მიჰყონ ხელი – უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა – ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს!

უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რის ამოფარებასაც ცდილობენ, რომ შემდეგ პროპაგანდას მიჰყონ ხელი, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა – ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს! – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ლგბტქ თემთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომელზეც უმრავლესობა მუშაობას იწყებს და 2 კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენას […]
„პრემიერს ვუთხარით, რომ 2 საინტერესო ეკონომიკური რეფორმა გვაქვს მომზადებული“ – ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესგაერთიანების პორტფელში მინიმუმ ორი საინტერესო ეკონომიკური რეფორმაა შემუშავებული, რომლის შესახებაც დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აცნობეს. ამის შესახებ მან BAG-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესიც ესწრებოდა. „პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან არაერთი საქმიანი შეხვედრა გვექნება და ეს პერმანენტული პროცესია. დღეს პრემიერს ვუთხარით, რომ მინიმუმ […]
წინამძღვრიშვილის N1-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძეგლის რეაბილიტაციით 75 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. „წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთ […]
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა

2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო. 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ჩარიცხული სტუდენტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2023 […]
აზერბაიჯან-სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი — ალიევის თანაშემწე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ გაჯიევმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მშვიდობა ეხება ბაქოსა და ერევანს, ის არ არის დაკავშირებული პარიზთან, ბრიუსელთან და სხვა ადგილებთან. ორმა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას“ — განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ანტალიაში მიმდინარე 2024 წლის დიპლომატიური ფორუმის — „მშვიდობა, განვითარება და კავშირები სამხრეთ კავკასიაში“ — ფარგლებში. გაჯიევმა […]
პრემიერს უშუალო შეხება აქვს მინისტრების კომპეტენციასთან და უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს – კალაძე აზარაშვილის გათავისუფლებაზე

პრემიერს უშუალო შეხება აქვს მინისტრების კომპეტენციასთან და უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ზურაბ აზარაშვილის მოხსნას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან. „მე არ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერ მინისტრს უშუალო შეხება მთავრობის მუშაობასთან და მინისტრების კომპეტენციასთან მათ მუშაობასთან. პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით”