ღაზის ჯანდაცვის უწყება: 7 ოქტომბრის შემდეგ 30 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის უწყების თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის არმიის საპასუხო თავდასხმების განმავალობაში დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 30 228-ს მიაღწია. უწყება 1 მარტის განცხადებაში ასევე იტყობინება, რომ ამავე პერიოდში დაშავებულთა რიცხვმა 71 ათასს გადააჭარბა. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის (ჰამასი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.) მეომრების ისრაელში შეჭრისას დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 […]
გერმანიის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ა. გერმანიის დიდი ქალაქების ძირითად ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა თითქმის მთლიანადაა პარალიზებული. გაფიცვა გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 14-ში მიმდინარეობს. პროფკავშირების მოთხოვნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. კერძოდ, სამუშაო საათების შემცირება, ხელფასის შენარჩუნების პირობით. ამავდროულად, მოთხოვნებს შორის არის შვებულების დღეების რაოდენობის გაზრდა. გერმანიის ქალაქებში დღეს […]
რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია შეასრულებს. გარდა ამისა, პრემიერის ბრძანებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი – ლევან სუხიტაშვილი პოსტიდან გათავისუფლდა.
„რა შეამჩნია სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?!“- მამუკა მდინარაძე

პატრიარქი არის ადამიანი, რომლის ღვაწლი არის შეუფასებელი ქართული იდენტობის, ეკლესიის და ქართული საზოგადოების წინაშე. სუსტი კი არ უნდა ეძახო და მის შემცვლელზე კი არ უნდა ილაპარაკო, უნდა ვუსურვოთ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას. მისი თქმით, პატრიარქი მხცოვანი ადამიანია, ძალიან ძლიერი და მისი […]
მდინარაძე პროპაგანდისტულ, ჰომოფობიურ ინიციატივაზე: გვაინტერესებს, ვინ გაბედავს დაუპირისპირდეს

“ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს!” – ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოცნების ჰომოფობიურ, პროპაგანდისტულ ინიციატივაზე. ის პირდაპირ ამბობს, რომ დაანონსებულ კანონპროექტში ძირითადი აქცენტი “ლგბტ პროპაგანდაზე” იქნება. “ძირითადად, აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე და სხვა საკითხებში ზედმეტ ჩარევას არ ვაპირებთ […] ჩვენ ახლა, გამოწვევების პროპორციულად და სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ კანონპროექტზე, […]
შენგელიამ ვალენსიასთან ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ის, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა, ძალიან არასასიამოვნოა. ეს მოხდა ევროლიგის 27-ე ტურის მატჩში, რომელშიც “ვირტუსმა” ბოლონიაში “ვალენსიას” უმასპინძლა. “ვირტუსმა” მეტოქე 87:74 დაამარცხა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა კი მოედანზე ყოფნიდან 6 […]
მშობლის თქმით, 13 წლის გოგო თანასოფლელმა 16 წლის ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა

მშობლის თქმით, არასრულწლოვანი 13 წლის გოგო თანასოფლელმა ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნებს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი ბიჭი 16 წლისაა. “პოლიციელები სამი დღეა მეუბნებიან, რომ ეძებენ და არ არის. მამამ (გამტაცებელი ბიჭის) იცის, სადაც არის, მაგრამ მეუბნება არ ვიციო. ღამე რანაირად გაიტაცეს არ ვიცით. ისინი […]
ოჯახი ამბობს, რომ გატაცებულ 13 წლის გოგოს ვერ პოულობენ

ოჯახის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგო თანასოფლელმა, ასევე არასრულწლოვანმა, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა. შემთხვევა მოხდა 27 თებერვალს, თუმცა ამის შესახებ მედიას ინფორმაცია 1-ელ მარტს გოგოს ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, რაც პოლიციამ 13 წლის გოგოს ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლია. როგორც გოგოს მამამ უთხრა ჟურნალისტებს, თანასოფლელმა მისი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. საქართველოს კანონმდებლობით, […]
ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართება

1 მარტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რასაც განიხილავენ ამ ქვეყნის მმართველი სასულიერო ისტამბლიშმენტის ლეგიტიმურობის შემოწმებად. მოელიან, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იქნება, თუმცა მთავრობა ძალიან ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას. კანდიდატები უპირატესად მთავრობის მკაცრი ხაზის მომხრეები და კონსერვატორები არიან და ისინი მოსახლეობას მხოლოდ შეზღუდულ არჩევანს სთავაზობენ. არჩევნების ფონია ხალხის დიდი იმედგაცრუება ეკონომიკური პრობლემების და პოლიტიკური და […]
ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე – ევროპარლამენტის რეზოლუციის ამ ნაწილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს – მომავალში „ფარაზე” გავიგებთ, თუ როგორ მოხდა რეზოლუციაში ამ ცვლილების ინიცირება

რეზოლუციის ამ ნაწილსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ალბათ, მომავალში კიდევ ერთხელ „ფარაზე” გავიგებთ თუ როგორ მოხდა ამ რეზოლუციაში ცვლილების ინიცირება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი. სამხარაძის თქმით, ეს მათთვის არ არის მისასალმებელი, როდესაც კონკრეტული რამდენიმე ევროპარლამენტარი, „რომელიც ანგაჟირებულია […]