კვლევა: რუსეთ-ჩინეთის 5G თანამგზავრული თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის უკრაინას

რუსეთი აძლიერებს თანამშრომლობას ჩინეთთან 5G და სატელიტური ტექნოლოგიების სფეროში და ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მოსკოვის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ- ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული “სამეფო გაერთაინებული სერვისების ინსტიტუტის” უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის მოხსენებაში. მოხსენებაში, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5G ქსელების ბრძოლის ველზე ინტეგრაციას შეიძლება რუსეთში შიდა დაბრკოლებები შეექმნას, რუსული სატელიტური სისტემებისთვის ჩინეთის დახმარების […]
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიღების მსურველი სულ ცოტა 112 პალესტინელის სიკვდილმა, ფართო საერთაშორისო დაგმობა გამოიწვია

ხუთშაბათს, სულ ცოტა 112 პალესტინელის სიკვდილმა, რომლებიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდნენ, პარასკევს ფართო საერთაშორისო დაგმობა გამოიწვია. თვითმხილველებმა და ღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს ისრაელელების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგი იყო. ისრაელი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ხალხმრავლობის დროს ადამიანებმა ერთმანეთი გადათელეს, ზოგიერთს კი ადგილიდან გაქცეულმა სატვირთო მანქანებმა გადაუარეს. ღაზის საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა თავიდან […]
თურქეთმა ამერიკული ეფ-16-ების შესყიდვის შესახებ ამერიკისგან ოფიციალური წერილი მიიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ეფ-16-ის ტიპის ავიამოერიშეების და მათი მოდერნიზაციის ნაკრების შესყიდვის წერილის პირველი ვერსია გაუზგავნა. ინფორმაცია ამის შესახებ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გაავრცელა. თურქეთმა ეფ-16-ები 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა, თუმცა მას შემდეგ, ამერიკასთან შეთანხმება ვერ ხდებოდა. ორი წლით ადრე, ამერიკამ თურქეთს ეფ-35-ების პროგრამა დაატოვებინა, რაც რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, ეს-400-ის შეძენამ გამოიწვია. მას შემდეგ, […]
ქვრივიშვილი გიდებზე: დიალოგს გავაგრძელებთ, ცვლილებებს არ გამოვრიცხავ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის სექტორთან კომუნიკაცია გაგრძელდება და გამორიცხული არაა, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს. ქვრივიშვილმა ტურიზმის შესახებ ახალ კანონთან და ქართველი გიდების შენიშვნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეგულაციები დაბალანსებულია და მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის ზრდის წახალისებაა. „კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია იმ განხილვებთან, რომელიც მიმდინარეობდა კერძო სექტორთან. საქართველოს მთავრობის პოზიცია არასდროს ყოფილა, რომ მომხდარიყო ხისტი […]
TikTok-დან ტეილორ სვიფტის, ბილი ეილიშის, The Weeknd და სხვა არტისტების სიმღერები გაქრება

TikTok-მა ვერ მიაღწია შეთანხმებას Universal Music Group-თან და ამიტომ ჰონორარებთან დაკავშირებული დავის გამო TikTok-ი იძულებულია პლატფორმიდან წაშალოს მუსიკალური ნაწარმოებების დიდი ნაწილი. ამის შესახებ TikTok-ი X-ზე იტყობინება. სწორედ ამის გამო გაქრა პლატფორმიდან ისეთი სუპერვარსკვლავების ტრეკები როგორიცაა ტეილორ სვიფტი, ბილი ეილიში და The Weeknd-ი. დაპირისპირება გავლენას ახდენს UMG-ის მიერ გამოქვეყნებულ სიმღერებზე. TikTok იცავს UMG-ის მოთხოვნებს, წაშალოს სიმღერები, […]
„დააზიანებს ევროინტეგრაციის მიზნებს“ – გოგოლაშვილი „ოცნების“ ჰომოფობიურ ინიციატივაზე

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის აზრით, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი საქართველოსგან პირიქით, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ელის, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მიღება „დამაზიანებელია ევროპული ინტეგრაციის მიზნებისთვის“. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მუქარის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ […]
სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს. „ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი. ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, […]
ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს

1-ელი მარტიდან ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BGNES ავრცელებს. „დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი,” – ნათქვამია განცხადებაში. აღინიშნება, რომ აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა. 2023 წლის შუა პერიოდიდან ბულგარეთის […]
12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ექსპერტს წარდგენილი ბრალი დაუმძიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს, დავით გრიგოლიას, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. ამის შესახებ უფლებები საქართველო წერს. ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა. გრიგოლიას თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. […]
12 წლის ანას საქმის გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა [სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით]. დანაშაული სასჯელის სახით, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავდაპირველად, ექსპერტს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] ჰქონდა წარდგენილი, რაც დანაშაულის […]