სანქტ-პეტერბურგში სახლს დრონი დაეცა – მედია

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა გაავრცელა ცნობა „შემთხვევის“ შესახებ. „მსხვერპლი არ არის. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის შემინული აივნები. მოხდა დაზარალებული ბინების მცხოვრებთა ევაკუაცია“, – წერს საკუთარ ტელეგრამარხზე ალექსანდრ ბეგლოვი. მისი ინფორმაციით, კრასნოგვარდეისკის რაიონში მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. იკვლევენ შენობის დაზიანების ხარისხს. ბეგლოვი აცხადებს, რომ თავად სპეციალურ ოპერატიულ შტაბს ჩაუდგა სათავეში. გუბერნატორი მიზეზს არ […]

ნავალნის დაკრძალვის დღეს რუსეთში 128 ადამიანი დააკავეს — მედუზა

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს. დაკავებულთა უმრავლესობა, 31 ადამიანი, ვორონეჟიდანაა. ნავალნის დაკრძალვის პარალელურად აქციები მსოფლიოსა და რუსეთის არაერთ ქალაქში გაიმართა. ეკლესიაში, სადაც ალექსეი ნავალნის ცხედარი იყო დასვენებული, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული და ზღუდავდა მედიის მუშაობასაც. […]

დღეს განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება

2 მარტს, 12:00-იდან 18:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის და UK Bridge-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა. UK Bridge ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას. თქვენი მოთხოვნებიდან […]

ირაკლი კობახიძე – გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. „დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში – არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! გურამ გაბესკირიას […]

სანქტ-პეტერბურგში, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო

სანქტ-პეტერბურგში, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხი Mash-ი ავრცელებს. რუსული „ტელეგრამ“ არხის, Mash-ის ცნობით, გვიან ღამით, საჰაერო თავდაცვითი სამუშაოების შედეგად, სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში ლაშარის, ცხრაკარას, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ხაშურის, ჟებოტის, მარშალ გელოვანის, თეთრახევის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენეტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში. […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის წამყვანი მაუწყებლის Rai -ს, TV Seria A-ს და გამოცემა Il Sole 24 Ore -ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს, სიუჟეტებსა და სტატიებს ამზადებენ. იტალიელი ჟურნალისტები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ დაესწრებიან. „საქართველოს შესახებ […]

მშპ-ს 5.8%-იანი მაჩვენებელი ლოგიკურია და ეს არის ნორმალიზება – ოთარ ნადარაია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მშენებლობას, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობას, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებს, თუმცა, კლების ტენდენცია კვლავინდებურად ფიქსირდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ვაჭრობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში. როგორია წლის […]

ნახეთ, რა ეღირება დოლარი და ევრო ორშაბათამდე

პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გაუფასურდა და 2.6596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6599 ლარი იყო. გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 2.8745 ლარია. მანამდე მოქმედი კურსი 2.8839 ლარს შეადგენს.

უკრაინა: ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში 8 რუსული დრონიდან 7 ჩამოაგდო

2 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ერთი საათის განმავლობაში ინტენსიურად იგერიებდნენ ამ შეტევას. ერთ-ერთი დრონი ოდესაში, საცხოვრებელ უბანში ცხრასართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაინგრა […]