თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი დადის – ნახეთ რეგიონის მონაცემები

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ვიგებთ, მათგან ყველაზე მეტი – 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის. რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია: იმერეთი – 213 959 ერთეული ქვემო ქართლი – 165 152 ერთეული კახეთი – 148 851 ერთეული აჭარა – 134 644 ერთეული […]

ავარია ფონიჭალა-რუსთავის გზაზე – არის მსხვერპლი

ფო­ნი­ჭა­ლა-რუს­თა­ვის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. კად­რებს ად­გი­ლი­დან “ინფო რუს­თა­ვი” ავ­რცე­ლებს.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს უქმეებზე

ეროვნული ბანკის დადგენილი ოფიციალური კურსით, 4 მარტის ჩათვლით: 1 აშშ დოლარი – 2.6596 ლარი ეღირება;1 ევრო – 2.8745 ლარი;1 ფუნტი – 3.3596 ლარი;1 ლირა კი 0.0849 ლარი ეღირება.

დიდუბის ნაწილს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დიდუბის რაიონში 3 472 აბონენტს გაზი არ აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება არაგეგმურად გაითიშა და დღეს, 20:00 საათზე, აღდგება.

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 პირი დააკავა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები. ამასთან, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო […]

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგურის შეძენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში განხორციელდა. ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის […]

„გვინდა, რომ „ქართული ვაზის ფონდის“ ვენახს და მარანს ტურისტული ფუნქცია მივცეთ“ – ალეკო ცქიტიშვილი

„ქართულის ვაზის ფონდის“ ისტორია 2010 წლიდან იწყება, როცა ბაკურციხეში საოჯახო მარნის „ჭორტაულის ვენახების” მეღვინემ, ალეკო ცქიტიშვილმა და მისმა ღვინის ენთუზიასტმა მეგობრებმა 1 ჰექტარზე 10 იშვიათი ვაზის ჯიში გააშენეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, ალეკო ცქიტიშვილი იხსენებს, პირველი ღვინოები 2015 წელს დააყენეს და „ქართულის ვაზის ფონდმა“ და იმ ვენახმა დიდი როლი ითამაშა იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციაში. […]

18-მეტრიანი ავტობუსებით N308 მარშრუტის მგზავრებიც გადაადგილდებიან

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც გავიდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული […]

დიდი მატჩი “მარადონაზე” – აქეთ კვარაცხელია/ოსიმენი და “იუვეში” შეუჩერებელი ვლაჰოვიჩი

კვირას, 3 მარტს, 23:45 საათზე, “დიეგო მარადონაზე” დიდი მატჩია – “ნაპოლი” ისტორიულად ყველაზე არასასურველ მეტოქეს, ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა… როგორც ნეაპოლელებმა, ასევე ტურინელებმა ბოლო მატჩებში წარუმატებელი სერია დაასრულეს – ერთმა “სასუოლოს” (6:1) გადაუბინა, მეორემ კი “ფროზინონეს” ისევ გვიანი გოლით (3:2) მოუგო. თუკი “ნაპოლიში” კვარაცხელია და ოსიმენი ბრწყინავდნენ, “იუვეს” მოწინააღმდეგეებს ვლაჰოვიჩის შეჩერება […]

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს.