ალექსანდრე მოწერელია – შესაძლო კორუფციული გარიგების თვალსაჩინო მაგალითი არის ბალდის კანიონი

ყველა წარმატებული სახელმწიფოსთვის მთავარი სამიზნე სწორედ კორუფციაა. შესაძლო კორუფციული გარიგების თვალსაჩინო მაგალითი არის ბალდის კანიონი და მის გარშემო არსებული მდგომარეობა, რომელსაც დაემატა ასევე უმწვავესი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს გულგრილად ადევნებს თვალს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, კანიონი უნდა განვითარდეს […]

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ახალი ხედვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად წარუდგინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტისა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობა გრძელდება, კონკრეტული მიმართულებების მხარდაჭერა დედაქალაქის მერიის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას განათლების, […]

ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტარტეგია წარადგინა

ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტური გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა. თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტარტეგიის მიზნები ასევე მოიცავს „თავდაცვითი […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის […]

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – პუტინის თამაშებისთვის ჩემი არცერთი ოფიცრის გაწირვას არ ვაპირებ

პუტინის თამაშებისთვის ჩემი არცერთი ოფიცრის გაწირვას არ ვაპირებ, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „უსაფრთხოების პროცედურებს ყველა მონაწილე არ იცავდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო. სასტუმროებში მიზნობრივი “დაჰაკვა” განხორციელდა. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონფერენციაზე წვდომა შემთხვევით მოხდა, როგორც ფართო მიდგომის ნაწილი“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა. პისტორიუსის […]

„სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა“ – მამუკა მდინარაძე

სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? აბსოლუტურად სხვა თემაა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ უბედურებას ეხება, რაც თანამედროვე ძალიან ცუდი და საშიში და ტრენდია, პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა ამაში, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შიდა მესიჯია ფასების […]

გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა. გოგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა ქართულ თეატრსა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის […]

ამ უცნაური ამბის შემხედვარეს გული გამეყინა“ – სასწაული ამბავი თბილისის მეტროში

· 669 ინტერნეტსივრცეში თბილისის მეტროში მომხდარი საოცარი ამბავი გავრცელდა. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს უანგარო სიკეთე: „ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“.ზურგსუკან საუბარმა მიმახედა.. – ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ.. დაბალ-დაბალი, მრგვალი […]

“ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში” – ტიერი ანრი

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ “რეალის” ვარსკვლავის ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელისთვის ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთის ლა ლიგაში. “ჯუდ ბელინგემით უბრალოდ აღტაცებული ვარ და არ შევდივარ იმ ხალხის კატეგორიაში, რომლებიც “რეალს” გულშემატკივრობენ. ზოგადად, ფეხბურთელებისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში. დამიჯერეთ, ლა ლიგაში მოთამაშეები გაცილებით დიდ ზეწოლას […]

ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა. ესპანური გამოცემა „მარკას“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ დაადასტურა. წარმოშობით ქართველი ილია თოფურია 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშებით ასპარეზობს. UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ თქვა, რომ მისი ოცნება […]