გერებს და მეუღლეს ყუთების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას […]
ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრზე დაყრდნობით ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს. ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ის 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშებით ასპარეზობს
„2024 წელი ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიებში ახალი ისტორიული შედეგების წელი იქნება” – მარიამ ქვრივიშვილი

„ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიების 2023 წლის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ მიმდინარე წელი ახალი წარმატების, ახალი ისტორიული შედეგების, ახალი რეკორდული მონაცემების წელი იქნება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ამ ინდუსტრიების გასული წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმების პრეზენტაცია წარმოადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი […]
bloomberg-ის მილიარდერების სიაში ცვლილებაა – ვინ მოიპოვა ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული ილონ მასკს (SpaceX-ის დამფუძნებელი), ჯეფ ბეზოსმა წაართვა ( Amazon-ის დამფუძნებელი). წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, ილონ მასკის ქონება $31.3 მილიარდით შემცირდა და $198 მილიარდი შეადგინა. ხოლო, ჯეფ ბეზოსის ქონება $23.4 მილიარდით გაიზარდა და $200 მილიარდს შეადგენს. მესამე ადგილს LVMH-ს დამფუძნებელი, ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო იკავებს. მისი ქონება […]
პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნეს

თამარ ქიტიაშვილი პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციიდან გადააყენეს – აღნიშნული ინფორმაცია განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა BM.GE-ის დაუდასტურა. BM.GE-ის ინფორმაციით, თამარ ქიტიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სამინისტრომ ბორდს მიმართა. მინისტრი კი განმარტავს, სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება სამინისტროში ბორდის ყველა წევრმა ერთობლივად მიიღო, რადგან თამარ ქიტიაშვილისა და სამინისტროს ხედვებში აცდენები იყო. „ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა დატოვა პროფესიული […]
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

მოადგილედ დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. “მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
“განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდილი როლი” – ზურაბიშვილი იოჰანესონს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი განიხილეს. “ერთად განვიხილეთ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს. პრეზიდენტ იოჰანესონთან ერთად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი და სტრატეგიული […]
გიორგი ვაშაძე – „ოცნებას“ ამნისტია უნდა მხოლოდ არჩევნებისთვის, რომ ვიღაცას ევაჭროს, „მე შენ გამოგიშვებ, თუ ამდენ ხმას მომიტან“ – ამნისტიასთან ერთად, ევროპული, ამერიკული ინვესტიციები დასაქმება – ეს არის გზა საქართველოს განვითარებისკენ

„ოცნებას“ ამნისტია უნდა მხოლოდ არჩევნებისთვის, რომ ვიღაცას ევაჭროს, „მე შენ გამოგიშვებ, თუ ამდენ ხმას მომიტან“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, თავად აღნიშნული კანონპროექტის თანაავტორია და შესაბამისად, მხარს უჭერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოში კრიმინალი გაზრდილია უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის გამო, რომლის ავტორიც არის ივანიშვილის […]
დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით „იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და ტყუილი მოიფიქრა, რომლისაც ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებსაც შეშურდებოდა“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით იმ ტიპის წარმოუდგენელი კონსპირაცია და ტყუილი მოიფიქრა, რომლისაც ისტორიაში ყველაზე უფრო დიდ მატყუარებსაც შეშურდებოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ გამოიგონონ ისეთი ტყუილი, რომელზეც მოსახლეობა იტყვის: „ამას როგორ იკადრებდა“. როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რასაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია […]
გორის მერია – გორში, პირველად, „კიბერ ფესტივალი“ მოეწყო

გორში, პირველად, „კიბერ ფესტივალი“ მოეწყო. გორის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრება კომპიუტერული თამაშების სამ სახეობაში გაიმართა. „ღონისძიებაში 16-დან 25 წლამდე ასაკის 48 ახალგაზრდა მონაწილეობდა. თითოეული მათგანი კონკურსის წესით შეირჩა. ფესტივალს SportBar Kocktail-ი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში ინდივიდუალური შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ინიციატივის მიზანი იყო ახალგაზრდებში სტრატეგიული აზროვნებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა. […]