პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. კერძოდ,, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. რაც შეეხება […]
9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტზე გავა, 16 მარტიდან – N301-ზე

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან, 16 მარტიდან კი, ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია. “როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის კონკრეტული […]
ამირან გამყრელიძე „რესპუბლიკურზე“ – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით წარდგენილი გეგმები მოუმზადებელი იყო, პროცესი კი ტრანსპარანტული უნდა ყოფილიყო. ამასთან, განმარტა, რომ არ შეიძლება […]
გიორგი ამილახვარმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არსებულ მიღწევებსა და გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და […]
ქობულეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს

აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს – მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, – ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა. ლაშა კომახიძე ლევან ზოიძეს მიმართავს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა. „გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის უმძიმესი დასკვნა ქობულეთის […]
თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რაც მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგია. ამასთან, აღნიშნულია, რომ მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ბარამიძე – მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი, თავი დააღწიოს 12-წლიან ოლიგარქიულ მმართველობას

მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პუტინის პირად ტყვედ მიიჩნევს, ეს არჩევნები იქნება ქართველი ხალხის შანსი თავი დააღწიოს 12 – წლიან ოლიგარქიულ მმართველობას, კორუფციასა და კლეპტოკრატიას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ EPP-ის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პოლიტიკურ ასამბლეაზე, ქრისტიან-დემოკრატიული, […]
კრისტალში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

კრისტალში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტი მოცულობის ან რაოდენობის გზავნილს გაანაღდებენ, კომპანიის მხრიდან ფასიანი საჩუქარებით, მათ შორის აიპადით, სმარტსაათით, მარშალის დინამიკითა და სხვა საინტერესო საჩუქრებით დასაჩუქრდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ გზავნილების მიღება- გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სპეციალური სავალუტო კურსით. აქცია ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, ინტელექსპრესის, რიას , ზოლოტაია კორონას […]
იტალიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებული ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა ქალაქ სალერნოში 2 მარტს მოხდა. მედიის ცნობით, 49 წლის კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მის მიმართ სალერნოს პროკურატურამ დაკავების ორდერი გამოსცა. დაკავების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ ჩხუბში მონაწილეობა აღიარა.
სებ-მა მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან თანამშრომლობით გაიმართა. ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, […]