თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს/ „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით […]

რობინ დანიგანი – საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ შეძლებს მიზნის მიღწევას

ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ – საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2024 წელი ცვლილების წელიწადია – ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება, უნდა, რომ იხილოს ახალი მთავრობა

აქ საზოგადოება, უპირველესად, შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფიქსიროს, რომ დასავლეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია, მეორე მხრივ კი დაეხმაროს ქართველ ხალხს, არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ მათი ნება დაფიქსირდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე, „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციასთან” დაკავშირებით განუცხადა, სადაც გლობალურ საკითხებთან ერთად აქცენტი საქართველოში […]

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის ,,სიონმა“, გულშემატკივრებს ახალწვეულები წარუდგინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბოლნისის ,,სიონი“ ახალ სეზონს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს. წლევანდელ სეზონზე, ბოლნისური კლუბი მაკრონის ფირმის მაისურებით იასპარეზებს. „ღონისძიებაზე, კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივარს მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. კლუბის არსებობის ისტორიაში, წელს პირველად ყალიბდება საფეხბურთო სკოლა „სიონი“. სკოლაში აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს […]

კახა კალაძის განცხადებით, ჭონქაძის N8-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული გამგეობისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამაგრების პროექტი ორ […]

მარიამ ქვრივიშვილი – პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გუდაურში არსებული მთის ინფრასტრუქტურა როგორც წელს, ისე მომავალშიც მოემსახურება საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობას, როგორიცაა მსოფლიო თასები და ჩემპიონატები. „ყოველივე ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, […]

ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბეშიც ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 მარტს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები. „კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება […]

კენეტ ვოლაკი – წელს საქართველოს ექნება ტესტების სერია, რათა განისაზღვროს ოქტომბერში დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები

წელს იქნება ტესტების სერია, რათა განისაზღვროს ოქტომბერში დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს ტესტები მოიცავს ე.წ. 9 ნაბიჯის შესრულებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას და რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ოქტომბერში, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. კენეტ ვოლაკმა, თავის […]

ზურაბ ჩიკვილაძე ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვია. თბილისის საკრებულოს ცნობით, საკრებულოს წევრებს ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ უმასპინძლა, რომელმაც ინსტიტუტის საქმიანობის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დროს საკრებულოს დეპუტატებმა ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, […]