არსებობს რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი – ირაკლი ლექვინაძე

არსებობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, ასევე რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ხშირად იქმნება მედიკამენტებზე ხელოვნური მოთხოვნა, რის გამოც წამლები პაციენტებს გაზრდილი ფასით მიეწოდება. „გვქონდა მონიტორინგი [ფარმაცევტულ ბაზარზე], სადაც ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც […]

თიბისი კაპიტალი 14 მარტს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალი ახალი ინიციატივით პასუხობს და 14 მარტს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას, ბაზრის ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს გააზიარებენ. „თიბისი კაპიტალის, როგორც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის მიზანია, ერთ სივრცეში შევკრიბოთ დარგის ექსპერტები, ბაზრის წამყვანი მონაწილეები და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი კონფერენციით, […]

იდეიდან წარმატებულ საწარმომდე: როგორ გახდა ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე – ინტერვიუ „კორიდას“ დირექტორთან

„კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში დაარსდა და 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრი დაასაქმა. ადგილობრივი წარმოება ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის განვითარებაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე. როგორც ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდაში“ განმარტავენ, თავდაპირველად, კომპანიის ახლანდელი მასშტაბები წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ხარისხიანი პროდუქტით მალევე იქცნენ ბაზრის ერთ-ერთ წამყვან […]

თინა ხიდაშელი – საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც მიანიშნებს მის მნიშვნელობას

საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც თავისთავად მიანიშნებს მის მნიშვნელობას – არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი როდისმე თუ დადგება ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” განუცხადა, სადაც განხილვის თემა საქართველოში 2024 წლის […]

დაიბრუნეთ თანხის 30% SOLO Visa ბარათით გადახდისას – შეთავაზება 50-ზე მეტ მაღაზიაში

SOLO მომხმარებლებს 7 და 8 მარტს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ „ქეშბექით“ 50-ზე მეტ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაში. „სოლოს“ ინფორმაციით, SOLO Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს ანგარიშზე გადახდილი თანხის 30% (ჯამურად მაქსიმალური 250 ლარი) დაუბრუნდებათ. „აქცია მოქმედებს ისეთ მაღაზიებსა და ბრენდებზე, როგორებიცაა: Dressup: Levi’s, Lacoste, Gant, Guess, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Atrio, Tommy Jeans, Lee & Wrangler, […]

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 75%-ით შემცირდა – ეროვნული ბანკი

იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 40.8%-ით დაიკლო და 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5%-ით, 25.9 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს. „იანვარში, რუსეთიდან ფულადი […]

„8 მარტს „ნაპოლის“ თამაშზე, ქალებისთვის ბილეთები განახევრებული ტარიფით გაიყიდება“ – რას წერს მაკა ხაჩოშვილი

· 27 იტალიაში მცხოვრები მედიატორი და აკრედიტებულ თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 8 მარტს „ნაპოლი“ – „ტორინოს“ თამაშზე დასასწრები ბილეთები, გულშემატკივარი ქალბატონისთვის განახევრებულ ფასში იქნება „8 მარტს, „ნაპოლი“ – „ტორინოს“ თამაშთან დაკავშირებით, რომელიც 21 საათზე დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე გაიმართება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კლუბმა გადაწყვიტა გამოყოს თამაშზე დასასწრები ბილეთის […]

თბილისის ნაწილს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თბილისში 343 აბონენტს გაზი არ აქვს. მათივე ცნობით, გაზი არ აქვს, სანზონის, კრწანისის, სამგორის, ისნისა და ჩუღურეთის ნაწილს. კომპანიის თქმით, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 6 მარტს 15:00 აღდგება.

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსი N314 მარშრუტზე იმოძრავებს

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. მერიის გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. “9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. […]

ჩხოროწყუს მერზე ძალადობაში ბრალდებულ სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჩხოროწყუს მერზე, დათო გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებულ, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბედიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. კვარაცხელიას ადვოკატმა სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა მერი სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. […]